GE

„ა, კიდო შეგვაქანა!“ – აბიტურიენტების რეაქციები გამოცდების განრიგის გამოქვეყნების შემდეგ

2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ციებ-ცხელება გადამწყვეტ ფაზაში შედის. აბიტურიენტების მოუთმენელი მოლოდინი დასრულდა და დღეს, 11 ივნისს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგიც გამოაქვეყნა. ახლა გამოცდების მონაწილეებიცა და მათი მშობლებიც ერთად ღელავენ. ზოგი წნევის წამლებს იმარაგებს, ზოგიც „ქვეყნიდან გასაქცევად ემზადება“.

EDU.ARIS.GE-მ აბიტურიენტებისა და მშობლების ემოციური რეაქციები სოციალურ ქსელში შეაგროვა:

– „ა, კიდო შეგვაქანა“;

– „მიწისძვრაა“;

– „ნუგეჩინია“;

– „17-ში ქორწილში მეჯვარე უნდა ვყოფილიყავი, მადლობა, ვეღარ მივდივარ“;

– „მინდა ფინალურების განრიგიც ასე დემონსტრაციულად იდებოდეს“;

– „უნარებს რომელი კატეგორია აბარებს? დავიბენი“;

– „სტუდენტი ვარ, მაგრამ მაინც შემაქანაა“;

– „მე რატომ შემაქანა? 2014 წელს ჩავაბარე“;

– „მიშველეეეეთ“;

– „დამაჟრიალა იმის მიუხედავად, რომ 1-ელ კურსს ვამთავრებ უკვე“;

– „სად დევიმალოთ, რა გავაკეთოთ, როგორ მოვიქცეთ, რაფერ ვიცხოვროთ?“;

– „მშობელი ვარ, მაგრამ მეც შემაქანა. წარმატებები, ბავშვებო!“;

– „ხომ ჩავაბარე, მაგრამ მეც მეშინია“;

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

– „ო, რა უეცრად ჩამოჰკრა უბედურების ზარმა!“;

– „მშობელი ვარ და მე უფრო მაქანებს, ვიდრე ჩემს შვილს“;

– „წარმატებები ურთულეს გამოცდებში, 15 ქულის გადალახვა ნამეტნავად რთულია“;

– მშობელი: „აწი დამეწყება გულის ფრიალი და წნევის თამაში“.

შეგახსენებთ, წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 22 ივლისს, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდით დასრულდება.

2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა; 2025 წლის არჩევითი საგნების სტატისტიკა აბიტურიენტთა არჩევანის მიხედვით, ასე გამოიყურება: ისტორია აირჩია 18 900-ზე მეტმა აბიტურიენტმა; მათემატიკა აირჩია 13 700-ზე მეტმა აბიტურიენტმა; გეოგრაფია აირჩია 2 300-მა აბიტურიენტმა; ლიტერატურა აირჩია 1 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა; სამოქალაქო განათლება აირჩია 2 600-ზე მეტმა აბიტურიენტმა; ქიმია აირჩია 2 100-ზე მეტმა აბიტურიენტმა; ფიზიკა აირჩია 900-ზე მეტმა აბიტურიენტმა; ბიოლოგია აირჩია 3 200- ზე მეტმა აბიტურიენტმა; ხელოვნება აირჩია 200-ზე მეტმა აბიტურიენტმა.

წარმატებები ძვირფასო აბიტურიენტებო!

ასევე იხილეთ:

2024 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის განრიგი

2025 წლის საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდების განრიგი

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა მარიამ იმერლიშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური