რა შემთხვევაში გაგიუქმდებათ სარეგისტრაციო განაცხადი – ინფორმაცია 2026 წლის აბიტურიენტებისთვის
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტთა რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყო და 11 მაისის 18:00 საათამდე გაგრძელდება.
რეგისტრაციის ეტაპებისა და პროცედურების გარდა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (NAEC) განმარტავს, რა შემთხვევაში გაუქმდება აბიტურიენტის სარეგისტრაციო განაცხადი.
NAEC-ის თანახმად, აბიტურიენტის სარეგისტრაცო განაცხადი გაუქმდება, ან რანჟირების შედგენისას მისი შედეგები არ იქნება განხილული, თუ მან:
1. გამოცდამდე დაწერა განცხადება და მოითხოვა რეგისტრაციის გაუქმება (განცხადებას თან უნდა დაერთოს აბიტურიენტის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი);
2. ვერ მოიპოვა/არ აქვს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი/მასთან გათანაბრებული დოკუმენტი;
3. შესაბამის ვადებში არ წარმოადგინა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიღებულია 2011 წლამდე, ან თუ მის საგამოცდო ბარათზე დატანილია მოთხოვნა ატესტატის ცენტრში წარდგენის თაობაზე;
4. შესაბამის ვადებში არ წარმოადგინა სრული ზოგადი განათლების ან მისი აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი (აბიტურიენტებმა, რომლებმაც სრული ზოგადი განათლება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიიღეს; აბიტურიენტებმა, რომლებსაც აქვთ საქართველოში განხორციელებული, მაგრამ საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შედეგად გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გათანაბრებულია ატესტატთან და იძლევა განათლების შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას);
5. სრული ზოგადი განათლება უცხო ქვეყანაში მიიღო და შესაბამისი განათლების აღიარების დოკუმენტი არ წარმოადგინა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში მიმდინარე წლის 11 აგვისტოს 18:00 საათამდე.
ასევე იხილეთ:
-
აბიტურიენტის ცნობარის მომზადებას კიდევ ერთი თვე დასჭირდება – რა უნდა იცოდეთ
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
როგორ გაარჩიოს აბიტურიენტმა, ცნობარში მითითებული საგანმანათლებლო პროგრამა 3-წლიანია თუ 4-წლიანი? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება
-
„აბიტურიენტის არჩევანის რიგითობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია“ – NAEC განმარტავს რას ეფუძნება უნივერსიტეტებში ჩარიცხვა
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე