„აბიტურიენტებისგან იზრდება მოთხოვნა საინჟინრო მიმართულებებზე“ – NAEC-ის ხელმძღვანელი
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ნინო წერეთლის განცხადებით, 2024 წლის აბიტურიენტებში პოპულარული საგანმანათლებლო მიმართულებების შესახებ ინფორმაცია გამოცდების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
ამის მიუხედავად NAEC-ის ხელმძღვანელმა ტენდენციაზე ისაუბრა და ის პროფესიები დაასახელა, რომლებზეც აბიტურიენტებში მაღალი მოთხოვნაა.
„წინა წლების გამოცდილებას თუ გადავხედავთ სამართალზე მოთხოვნა არის, იცის ეს საზოგადოებამ. მოთხოვნა არის აიტი პროგრამების მიმართულებებზეც. ასევე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა და ჩვენთვის, განათლების მუშაკებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბოლო წლებში აშკარად არის ტენდენცია და იზრდება მოთხოვნა საინჟინრო მიმართულებებზე. თავისთავად ცხადია, მაღალია მოთხოვნა ბიზნეს ადმინისტრაციის პროგრამაზე, მაგრამ მე მიხარია და არა მარტო მე, რომ საინჟინრო მიმართულებებზე მეტი და მეტი განაცხადი კეთდება. იმედია, წელსაც იგივე შედეგები გველოდება“, – განაცხადა ნინო წერეთელმა 24 ივნისს, “საზოგადოებრივი მაუწყებლის” პირველი არხის ეთერში.
ასევე იხილეთ:
როგორ უნდა მივიდეთ ჩვენს საგამოცდო ცენტრთან – გამოქვეყნდა 2024 წლის ზაფხულის გამოცდების მარშრუტები
-
პირველკლასელთა რეგისტრაცია 2026-2027 სასწავლო წლისთვის დაიწყო – ყველა სიახლე, ეტაპები და საჭირო დოკუმენტები
by ARIS.GE-განათლება
-
საჯარო სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესს სპეციალური კომისია გააკონტროლებს – წევრების სია
by ARIS.GE-განათლება
-
პრეზიდენტი პარლამენტში: „ჩვენი მიზანი ასეთი განათლების სისტემის შექმნა უნდა იყოს…“
by ARIS.GE-განათლება