GE

აბიტურიენტებისთვის ჩამორთმეული ნივთები – როგორია ხელსახოცის შეტანის ფორმა 2017 წლის გამოცდებზე

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2017 დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. პირველ სესიაზე რეგისტრაცია დასრულებულია. რეგისტრაცია მშვიდ ვითარებაში წარიმართა. ზედმეტ ნივთებს აპლიკანტები სარეგისტრაციო დარბაზში ტოვებენ და გამოცდის დასრულების შემდეგ მისი დაბრუნების საშუალება ექნებათ.

როგორც გაირკვა, ჰიგიენური ნივთებიდან მშრალი ხელსახოცის შეტანა მხოლოდ შეფუთვის მოხსნის შემდეგ არის შესაძლებელი და მხოლოდ რამდენიმე ხელსახოცის შეტანა შეგიძლიათ.

ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს დაიწყო და 27 ივლისს დასრულდება, საქართველოს მასშტაბით გახსნილია 22 საგამოცდო ცენტრი, აქედან 10 თბილისში მდებარეობს. ცენტრები მოქმედებს: ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, რუსთავში, თელავასა და ხულოში.

საგამოცდო ნაშრომების გასწორება საგამოცდო პროცესების პარალელურად დაიწყება. აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების და უმაღლესი სასწავლებელების არჩევისა თუ შეცვლის საშუალება სააპელაცო განაცხადების მიღების დასრულებამდე ექნებათ.

19850559_1355900134478972_1283839387_o (1)

2017 წლის ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრირებულთა რაოდენობა ასეთია:

  • სტუდენტთა საგრანტო კონკურსი – 4 000-მდე სტუდენტი;
  • საერთო სამაგისტრო გამოცდა – 13 500-მდე კანდიდატი;
  • მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურება – 27 000-ზე მეტი აპლიკანტი;
  • აბიტურიენტები – 39 000-მდე აპლიკანტი.

19749383_1355900131145639_720402422_o

ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური