„აბიტურიენტებო, არჩევისას ყურადღება მიაქციეთ…“ – საგანმანათლებლო პროგრამების ცვლილების ინსტრუქციას NAEC აქვეყნებს
“საგანმანათლებლო პროგრამების წაშლისა და დამატების საშუალება აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღის 18:00 საათამდე გექნებათ”, – მიმართავს დღეს, 17 აგვისტოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2023 წლის აბიტურიენტებს და განმარტავს, რომ კონკრეტული თარიღი ჯერ უცნობია და გამოქვეყნდება.
გამოცდების ცენტრი ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეებს დეტალურ ინსტრუქციას აძლევს, თუ როგორ უნდა შეცვალონ აბიტურიენტმა საგანმანათლებლო პროგრამები:
პროგრამების რეიტინგულ ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის სურვილის შემთხვევაში ეწვიეთ საკუთარ სარეგისტრაციო გვერდს.
თუ გსურთ არჩეული პროგრამის სხვა საფეხურზე გადატანა, წაშალეთ ის და კურსორი დააყენეთ იმ პროგრამასთან, რომლის შემდეგაც გინდათ მისი ჩასმა. ჩაწერეთ კოდი და მიეცით ბრძანება-დამატება.
აუცილებლად დაიმახსოვრეთ მონაცემები. შენახვის ღილაკის გამოყენების გარეშე ცვლილებები სისტემაში არ აისახება.
გაითვალისწინეთ, რომ ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რამდენმა აბიტურიენტმა აირჩია ის პროგრამა, რომელიც თქვენს რეიტინგულ სიაშია მითითებული, მოცემულია აბიტურიენტის სარეგისტრაციო გვერდის ბმულზე: კონკურსი პროგრამებზე.
პროგრამის არჩევისას ყურადღება მიაქციეთ:
- აკრედიტებულია თუ არა საგანმანათლებლო პროგრამა (არააკრედიტებული პროგრამა არ ფინანსდება სახელმწიფო სასწავლო გრანტით);
- გაზრდილია თუ არა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი;
- მითითებულია თუ არა საგანმანათლებლო პროგრამაზე სპეციალური მოთხოვნები;
- საგანმანათლებლო პროგრამაზე არსებული ადგილების რაოდენობა;
- საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის საფასური;
- თუ რომელ ქალაქში მიმდინარეობს სწავლა ამ საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით.
გახსოვდეთ, თქვენ მიერ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობა შეზღუდული არ არის.
ამავე თემაზე:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
„უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება ახალი მოდელის შესაბამისად უკვე უნდა დავიწყოთ ამ აკადემიური წლიდან“
by ARIS.GE-განათლება
-
სასწავლო გრანტების დღეს არსებული მაქსიმალური, საშუალო და მინიმალური ოდენობები შენარჩუნდება 2027-2028 სასწავლო წლის ჩათვლით
by ARIS.GE-განათლება
-
„ვერ მოესწრება“ – დიდი ალბათობით, 2026 წლის აბიტურიენტებს უმაღლესი განათლების რეფორმით დაგეგმილი ჩარიცხვის ახალი წესი არ შეეხებათ
by ARIS.GE-განათლება