აბიტურიენტი გამოცდიდან დამხმარე მასალის გამოყენების მცდელობისთვის მოხსნეს
დღეს ქართულის ეროვნული გამოცდიდან ერთი აბიტურიენტი ე.წ. “შპარგალკის” გამოყენების მცდელობის გამო მოხსნეს. ამის შესახებ ინფორმაცია EDU.ARIS.GE-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში დაუდასტურეს.
რაც შეეხება მეორე სესიის სტატისტიკასა და ცენტრის გაფრთხილებას გამოსაცდელების მიმართ:
“4 ივლისს მეორე სესიაზე გამოცხადდა აბიტურიენტთა 93%-ზე მეტი, დაგვიანების შემთხვევა არ ყოფილა. პირველი სესიიდან მოიხსნა ერთი აბიტურიენტი დამხმარე მასალის გამოყენების მცდელობის გამო. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ სთხოვს გამოსაცდელებს დაიცვან საგამოცდო წესები”, – აცხადებენ გამოცდების ცენტრში.
ხვალ აბიტურიენტები კვლავ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას ჩააბარებენ.
5 ივლისიდან გამოცდებში პედაგოგები და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებიც ერთვებიან.
ასევე იხილეთ:
იპოვე შენი თავი EDU.ARIS.GE-ს TikTok-ზე 😘
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
პირველკლასელთა რეგისტრაცია 2026-2027 სასწავლო წლისთვის დაიწყო – ყველა სიახლე, ეტაპები და საჭირო დოკუმენტები
by ARIS.GE-განათლება
-
საჯარო სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესს სპეციალური კომისია გააკონტროლებს – წევრების სია
by ARIS.GE-განათლება
-
პრეზიდენტი პარლამენტში: „ჩვენი მიზანი ასეთი განათლების სისტემის შექმნა უნდა იყოს…“
by ARIS.GE-განათლება