GE

აბიტურიენტი: ისეთი ამინდია, გალაკტიონის „მთაწმინდის მთვარე“ თუ შემოიტანეს, უეჭველად ავირჩევ

2023 წლის აბიტურიენტების ნაწილი დღეს, 5 ივლისს გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებს. გამოსაცდელთა რეგისტრაცია ზუსტად 08:00 საათზე დაიწყო, გამოცდა კი 09:00 საათზე დაიწყება და ზუსტად 12:00 საათზე დასრულდება.

როგორც ჩანს, წვიმიანმა ამინდმა თბილისში აბიტურიენტების განწყობაზეც იმოქმედა და ტესტირებაზე დადებითი ემოციებით შედიან.

“ისეთი ამინდია, გალაკტიონის “მთაწმინდის მთვარე” თუ შემოიტანეს, უეჭველად ავირჩევ”, – ამბობს 175-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრთან მომლოდინე აბიტურიენტი.

ნიტა ხაჩიძე კი EDU.ARIS.GE-ს უმხელს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, პროგრამული თემის არჩევას აპირებდა, მაგრამ ახლა, შესაძლოა, მისი არჩევანი შეიცვალოს:

“წვიმა განსაკუთრებით მიყვარს. როცა წვიმს, ლექსებს ვკითხულობ ხოლმე. თუ პროგრამულში ლექსი არ მოვიდა, არაპროგრამულს ავირჩევ. არ ვაპირებდი, მაგრამ ახლა ასეთ განწყობაზე ვარ და მგონია, რომ კარგადაც დავწერ”.

რამდენად გამართლდება აბიტურიენტების მოლოდინები, ამას მხოლოდ გამოცდის მიმდინარეობის დროს გავიგებთ.

შეგახსენებთ, რომ ქართულის ერთიანი ეროვნული გამოცდა დღეს, მეხუთე სესიით დასრულდება და აბიტურიენტები 7 ივლისამდე დაისვენებენ.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური