აბიტურიენტის სარეგისტრაციო განაცხადი ამ შემთხვევებში გაუქმდება – გარემოებათა ჩამონათვალი NAEC-ის თანახმად
4 მარტიდან 2024 წლის აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია შეუძლიათ.
როგორ გადავიხადოთ თანხა და რა უნდა ვიცოდეთ – 2024 წლის გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო
რეგისტრაციის ეტაპებისა და პროცედურების გარდა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი განმარტავს აბიტურიენტის სარეგისტრაციო განაცხადის დასაშვებობასაც, რაც სხვადასხვა გარემოებებით შეიძლება იყოს გამოწვეული.
რა შემთხვევაში გაუქმდება აბიტურიენტის სარეგისტრაციო განაცხადი
აბიტურიენტის სარეგისტრაციო განაცხადი გაუქმდება, ან რანჟირების დოკუმენტის შედგენისას მისი შედეგები არ იქნება განხილული, თუ მან:
1. გამოცდამდე დაწერა განცხადება და მოითხოვა რეგისტრაციის გაუქმება (განცხადებას თან უნდა დაერთოს აბიტურიენტის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი);
2. ვერ მოიპოვა/არ აქვს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი/მასთან გათანაბრებული დოკუმენტი;
3. შესაბამის ვადებში არ წარმოადგინა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიღებულია 2011 წლამდე, ან თუ მის საგამოცდო ბარათზე დატანილია მოთხოვნა ატესტატის ცენტრში წარმოდგენის თაობაზე;
4. შესაბამის ვადებში არ წარმოადგინა სრული ზოგადი განათლების ან მისი აღიარების
დამადასტურებელი დოკუმენტი (აბიტურიენტებმა, რომლებმაც სრული ზოგადი განათლება
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიიღეს; აბიტურიენტებმა, რომლებსაც აქვთ საქართველოში
განხორციელებული საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შედეგად გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან და იძლევა განათლების შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას);
5. სრული ზოგადი განათლება უცხო ქვეყანაში მიიღო, შესაბამისი განათლების აღიარების
დოკუმენტი არ წარმოადგინა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 20 აგვისტოს 18:00
საათამდე.
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
- 2025 წლის აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების სავარაუდო ჩამონათვალი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით გამოქვეყნდა by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- ცნობილია როგორია 2024 წლის აბიტურიენტების რეიტინგული სია ჩასაბარებელი საგნების მიხედვით – დოკუმენტი by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- ცნობილია 2024 წლის აბიტურიენტების საგანმანათლებლო პროგრამების არჩევანი პრიორიტეტების მიხედვით by შედეგები 2024