GE

აჭარაში საჯარო სკოლა დაიწვა

ხანძარი იყო ხულოში, სოფელ კალოთაში. საჯარო სკოლის შენობას ცეცხლი ცოტა ხნის წინ გაუჩნდა.

როგორც აჭარიდან EDU.ARIS.GE-ს ჟურნალისტი გვატყობინებს, ადგილზე 3 სახანძრო სამაშველო ბრიგადა მივიდა თუმცა სკოლის შენობა სრულად დაიწვა. ნაგებობა ხის მასალის იყო, რის გამოც ცეცხლი სწრაფად გავრცელდა.

ადგილობრივები ხანძრის გამომწვევ მიზეზს მოძველებულ ელექტროსადენებს უკავშირებენ. რადგან ხანძარი ღამით, არასამუშაო საათებში გაჩნდა, ჯერ უცნობია იყო თუ არა სკოლაში უსაფრთხოების ნორმები დაცული.

კალოთა მაღალი ზონის სოფელია და აქ 14 მოსწავლე სწავლობდა.

ადგილზე იმყოფებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, აჭარის განათლების მინისტრი და ხულოს მუნიციპალიტეტის მერი. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, უახლოეს დღეებში დაიწყება პროექტირება და სოფელ კალოთას მალე ახალი სკოლა ექნება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური