„სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2024-ის“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
„სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2024-ის’’ ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა სკოლის მონაწილე გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან.
უნივერსიტეტის მიერ 20 მაისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრა გახსნეს ,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023“-ის მონაწილე სტუდენტებმა: ალექსანდრე სადაღაშვილმა, მარიამ ადუაშვილმა, ნატა ბიჩენოვმა და მარიამ პავლიაშვილმა, რომელთაც ,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2024-ის’’ მონაწილეებს გაუზიარეს გამცდილება სამოქალაქო აქტივიზმის, აქტიური მოქალაქეობის, ადვოკატირების კამპანიის წარმატებით განხორციელების მნიშვნელოვნებისა და ახალგაზრდების როლის შესახებ ადგილობროვი თვითმმართველობის გაძლიერების პროცესში;
სამუშაო შეხვედრის დროს განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებით შექმნილი და სოციალურ მედიაში განთავსებული ნაწარმოების საავტორო უფლებების დაცვისა და პაციენტის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული პრაქტიკული საკითხები. ასევე, ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებების წარდგენის, მუნიციპალურ პროგრამათა მომზადების, განხორციელებისა და კონტროლის მექანიზმები და სხვა.
- გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ციფრული ინდუსტიისა და ვიდეომონტაჟის შესახებ ტრენინგები ჩატარდა by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიშო ჯალაბაძის სახელობის სტიპენდიის გადაცემის ღონისძიება ჩატარდა by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი სტუტენდებს შეხვდა by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი