CIU-ში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა
18 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში იაგელონიის უნივერსიტეტთან (პოლონეთი) თანამშრომლობით საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა თემაზე: „საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის თანამედროვე გამოწვევები“.
კონფერენცია CIU-ს სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელმა ეკატერინე ჭალაგანიძემ გახსნა.
აუდიტორიას სიტყვით მიმართეს საქართველოში პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მარიუშ მაშკიევიჩმა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბუბა ლომუაშვილმა, იაგელონიის უნივერსიტეტის საერთაშორისო და პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა ანა იახმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, CIU-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა ვახტანგ მაისაიამ, CIU-ს ასისტენტ-პროფესორმა, თადარიგის ბრიგადის გენერალმა გელა გიორგაძემ და CIU-ს სამართლის ფაკულტეტის დეკანმა გიორგი ხატიძემ.
კონფერენციის 50-მდე მომხსენებელმა ნაშრომები წარადგინა 3 დარგობრივ სექციაში: რეგიონული ინტეგრაცია; მედია და თანამედროვე ტექნოლოგიები; საერთაშორისო უსაფრთხოება.
თითოეულ სექციაში მოხსენებებს დარგის ექსპერტებისა და აკადემიური პერსონალისგან დაკომპლექტებული კომისია აფასებდა.
დასასრულს კონფერენციის ყველა მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა.
-
CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტზე, სტუდენტებისთვის თეორიული და პრაქტიკული სესიები იმართება
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი რობოტული ქირურგიის სიმულაციურ ტრენინგს უმასპინძლებს
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-სა და გდანსკის უნივერსიტეტის მკვლევართა თანამშრომლობით, ახალი საერთაშორისო აკადემიური კრებული – Mass Communication in the Digital Era გამოიცა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი