„წარმატებული მომავალი, მდიდარი სკოლა და მასწავლებლები“ – მე-12 კლასელების სურვილები ბოლო ზარის დღეს (+ფოტოები)
საქართველოს საჯარო სკოლების უმრავლესობაში 20 მაისს მეთორმეტეკლასელებს ემშვიდობებიან.
სურვილები, რომლებიც მასწავლებლებს და მე-12 კლასის მოსწავლეებს საკუთარი თავისა თუ სკოლის მიმართ აქვთ, გამორჩეულად კეთილია.
„ბედნიერება, თავისუფლება, წინსვლა, წარმატება მინდა ვუსურვო მომავალ თაობას. ამათი იმედი გვაქვს. საოცარი ახალგაზრდები გვყავს, ასეთი თაობის იმედად ვართ და ვიცით, რომ ყველაფერი კარგად იქნება. როცა ასეთი რჩეული თაობა გყავს, შენი ქვეყნის დემოკრატიული მომავალი გარანტირებულია“, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან ნონა მირიანაშვილი, 51-ე საჯარო სკოლის მეთორმრტე კლასის დამრიგებელი.
თბილისის 175-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა EDU.ARIS.GE-ს თავიანთი კეთილი სურვილები სკოლის ეზოში გაუზიარეს.
„პირველ რიგში ჩაბარება გვინდა, ასევე გრანტები. წარმატებული მომავალი და კარიერა აუცილებლად! გვინდა, ყველა ჩვენი მასწავლებელი და სკოლაც მდიდარი იყოს”, – ასეთია ბექას, საბას და რამაზის ერთობლივი სურვილი.
თანატოლების სურვილებს იზიარებენ სკოლის კურსდამთავრებული თეთრპერანგიანი გოგონებიც.
„ჩვენც იგივე გვინდა, ყველას ვუსურვებთ წარმატებას, წარმატებული მომავალი უნდა გვქონდეს ყველას! გილოცავთ ბავშვებო!“, – ამბობენ ულამაზესი გოგონები, მარი, ქეთა და მარიამი EDU.ARIS.GE-სთან.
მოსწავლეები დარწმუნებული არიან, რომ მათი კეთილი სურვილები აუცილებლად ასრულდება.
„საერთო აზრი, საერთო სურვილი, საერთო მიზანი გვაქვს – ვიყოთ წარმატებული! სწორედ ესაა ჩვენი თაობის დიდი სურვილი. ნათელი მომავალი გვინდა და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ყველა ჩვენი სურვილი რეალობად იქცევა. ყველანი ჩვენს ქვეყანაში ვაპირებთ სწავლის გაგრძელებას“, – გვითხრეს კურსდამთავრებულებმა.
„პოზიტიურები იყავით ყოველთვის, აუცილებლად გვინდა ყველაფერი საუკეთესო, ცუდი რატომ უნდა გვინდოდეს?! გილოცავთ მეგობრებო, კიდევ უამრავი წარმატება გვექნება”, – ლაშა- გიორგი 51-ე საჯარო სკოლის კურსდამთავრებული.
ასეთია მომავალი თაობის გზავნილი, ისინი მომავალს დიდი იმედის თვალით უყურებენ, საერთო სურვილებითა და მხოლოდ დადებითი განწყობით.
ასევე იხილეთ:
„მშვიდობით ბავშვობის სიზმრებო!“ – ემოციური წერილი და მიმართვა სკოლადამთავრებულებს პედაგოგისგან
მასწავლებლის წერილი სკოლადამთავრებულებს ცხოვრების ახალ გზაზე
მოამზადა მზეო შველიძემ
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება