აჭარაში სკოლის დირექტორობის მსურველებთან გასაუბრებები 24 ივლისიდან დაიწყება – განრიგი
აჭარის ა/რ ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების დირექტორობის მსურველთა გასაუბრების განრიგი ცნობილია.
როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, გასაუბრებები 24 ივლისიდან დაიწყება.
“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებისათვის დირექტორობის მსურველი კანდიდატების წარდგენის მიზნით, დირექტორობის უფლების მქონე პირმა, კომისიის წინაშე გასაუბრებაზე უნდა წარადგინოს განაცხადში მითითებული ყველა სკოლის სტრატეგიული განვითარების ხედვა”, – ვკითხულობთ ინფორმაციაში.
გასაუბრების თარიღი დირექტორობის მსურველმა პირმა უნდა გადაამოწმოს უნიკალური კოდის გამოყენებით.
ამავე თემაზე:
-
„2025 წელს, ქართული განათლების სისტემის ისტორიაში პირველად, სახელმწიფო ენის გამოცდა ჩატარდება“
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
განათლების მინისტრის მოადგილე განმარტავს, რა შემთხვევაში დაგჭირდებათ სკოლის დირექტორის თანხმობა რეპეტიტორობისთვის
by ARIS.GE-განათლება
-
ორ სკოლაში საქმიანობისთვის ხელმძღვანელის თანხმობა დაგჭირდებათ – განათლების სამინისტროს განმარტება სკოლებისა და უმაღლესებისთვის
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო