GE

აჭარის განათლების მინისტრი საგამოცდო ცენტრში მივიდა – „მეც ძალიან ვნერვიულობ“

აჭარის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის მინისტრი მაია ხაჯიშვილი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გახსნილ საგამოცდო ცენტრში მივიდა და 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობის პროცესს პირადად გაეცნო.

გამოცდის დაწყებამდე აბიტურიენტებსა და მშობლებს შეხვდა და გაესაუბრა.

როგორც თვითონ აღნიშნა, მშობლებთან საუბრისას თვითონაც ძალიან ნერვიულობს.

“სტუდენტებს წარმატებები ვუსურვე და გავამხნევე, ძალიან კარგი და მოტივირებული ბავშვები არიან მჯერა რომ ყველა წარმატებით ჩააბარებს”, – აღნიშნა მინისტრმა.

ბათუმის საგამოცდო ცენტრში, რომელიც შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტშია განთავსებული ერთ-ერთ აბიტურიენტს პირადობა დარჩა. საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტი დაუშვეს, თუმცა მოგვიანებით, რეგისტრაციის დასრულებიდან 5 წუთში ახლობელმა პირადობა მოუტანა. მანამდე აბიტურიენტს ფოიეში ალოდინებდნენ. ახლობლების ინფორმაციით, აბიტურიენტს რეგისტრაციის უფლება მიეცა.

კიდევ ერთი მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა იგივე საგამოცდო ცენტრთან. ახლობელმა პირადობა აბიტურიენტს დაგვიანებით მიაწოდა, თუმცა დაცვის სამსახურმა მათ უთხრა რომ ამ ბიტურიენტის შესახებ გაფრთხილებული იყვნენ და პირადობაც გამოართვეს. სავარაუდოდ, მეორე აბიტურიენტსაც, ვისაც პირადობა სახლში დარჩა, გამოცდაზე დაშვების საშუალება მიეცა.

როგორც EDU.ARIS.GE-ს გამოცდების ცენტრში განუმარტეს, ასეთ აბიტურიენტებს ტესტის წერის საშუალება იმავე დროს მიეცემათ, როგორც ყველა სხვას.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა ზაზა ტაკიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური