GE

აფთიაქების ბაზრის კვლევა

ფოტო –
2228

2 მაისს, ოთხშაბათს 15:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G კორპუსის №106 საკონფერენციო დარბაზში (გ. წერეთლის 2, ყოფილი უცხოენების კორპუსის უკან (ვაკის პარკთან), ძველი ენციკლოპედიის შენობა) „ილიაუნი ბიზნეს რევიუს“ (IBR) მიერ მომზადებული „აფთიაქების ბაზრის კვლევის“ შედეგების პრეზენტაცია გაიმართება.

„ილიაუნი ბიზნეს რევიუს“ მიერ გამოსაკვლევად თბილისში შედარებით მსხვილი და ქსელური აფთიაქები შეირჩა: „ავერსი“, „PSP“, „GPC“, „City Pharma“ და „ფარმაცენტრი“, „ფარმადეპო“, „ნეოფარმი“, „36,6“, სახალხო აფთიაქი“, „ფარმაგიდი“.
კვლევა მიზნად ისახავდა საქართველოს ბაზარზე ოპერირებად აფთიაქებს შორის, ერთიდაიგივე წამალზე დაგვედგინა ფასები და განგვეხორციელებინა მათი შედარებითი ანალიზი. მიღებული შედეგების საფუძველზე განისაზღვა, რომელი აფთიაქი აწვდის მომხმარებელს მედიკამენტებს ყველაზე იაფად და რომელი აფთიაქი, – ყველაზე ძვირად. კვლევის შედეგების მიწოდება დაგეგმილია საზოგადოების ფართო წრეებისათვის.

„ილიაუნი ბიზნეს რევიუში“ აცხადებენ, რომ შედეგების განზოგადებით ვიღებთ შემდეგ სურათს: „თუ ე.წ. „ყველაზე იაფიან“ აფთიაქებში ოჯახი ჩვენს მიერ შერჩეულ ხშირად მოხმარებულ წამლების პაკეტს შეიძენს, იგივე წამლების შესაძენა ე.წ. „ყველაზე ძვირიან“ აფთიაქში ოჯახს პროდუქციას საშუალოდ 62%-მდე უძვირებს“.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური