GE

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკის ბაზაზე საერთაშორისო დონის „კლინიკური უნარების ცენტრი“ გაიხსნა

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკის “ღია გული საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი” ბაზაზე სამედიცინო სწავლების საერთაშორისო დონის თანამედროვე „კლინიკური უნარების ცენტრი“ გაიხსნა, რომელიც აერთიანებს სიმულაციური და კლინიკური სწავლების, შეფასებისა და კვლევითი საქმიანობის მიმართულებებს.

ცენტრში ერთი სისტემის ქვეშ ფუნქციონირებს სიმულაციური აუდიტორიები, სასწავლო და კვლევითი ლაბორატორიები, ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდის (OSCE) სადგურები, საკონფერენციო და “დებრიფინგისთვის” განკუთვნილი სივრცეები, რაც სტუდენტებისთვის კლინიკური კომპეტენციების ეტაპობრივი განვითარების და შეფასების ფუნდამენტური გარემოს შექმნას უზრუნველყოფს.

ცენტრის კონცეფცია ეფუძნება სიმულაციური სწავლების, კლინიკური პრაქტიკის, შეფასებისა და კვლევითი საქმიანობის მჭიდრო ინტეგრაციას რეალურ კლინიკურ გარემოსთან, რაც სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს მიღებული თეორიული ცოდნა უსაფრთხო და კონტროლირებად გარემოში ეტაპობრივად გარდაქმნან პრაქტიკულ პროფესიულ კომპეტენციებად.

საუნივერსიტეტო კლინიკის ბაზაზე ასეთი ცენტრის არსებობა საქართველოში უნიკალურ მოდელს წარმოადგენს და პირველი პრეცენდენტია საქართველოს უმაღლეს სამედიცინო განათლების სივრცეში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური