GE

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ვიზიტი ოქსფორდის უნივერსიტეტში განათლების სამიტზე და შეთანხმება პარტნიორობაზე Coursera-სთან

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტმა (EEU) მონაწილეობა მიიღო განათლების საერთაშორისო სამიტში FOHE 2026 — „მომავლის უმაღლესი განათლება“. ღონისძიება ოქსფორდის უნივერსიტეტის Saïd Business School-თან პარტნიორობით გაიმართა და მას გლობალურმა ონლაინ სასწავლო პლატფორმა Coursera-მ უმასპინძლა. სამიტში 24 ქვეყნის 80-ზე მეტი დელეგატი ჩაერთო, მათ შორის მსოფლიოს წამყვანი უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები, ინდუსტრიის ლიდერები და საერთაშორისო ორგანიზაციები.

ვიზიტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა ოქსფორდის უნივერსიტეტის Saïd Business School-ის აკრედიტებული პროგრამების დეკანთან, პროფესორ პეტი ბრაუნთან. მხარეებმა სამეცნიერო-კვლევითი თანამშრომლობის, გამოცდილების გაზიარებისა და აკადემიური პარტნიორობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ უახლოეს მომავალში აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტსა და ოქსფორდის Saïd Business School-ს შორის ერთობლივი მუშაობა სამეცნიერო, კვლევითი და სადოქტორო სწავლების მიმართულებით დაიწყება.

შეხვედრის ბოლოს, აკადემიური კავშირის დასაწყისის აღსანიშნავად ოქსფორდის უნივერსიტეტის Saïd Business School-ის აკრედიტებული პროგრამების დეკანმა, პროფესორმა პეტი ბრაუნმა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ დავით ჩერქეზიშვილს ოქსფორდის უნივერსიტეტის სამკერდე ნიშანი გადასცა.

სამიტის დასრულების შემდეგ გაიმართა ხელმოწერა თანამშრომლობაზე აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტსა და Coursera-ს შორის, რომლის მიხედვით Coursera-ს საგანმანათლებლო კონტენტი ჩაერთვება უნივერსიტეტის აკადემიურ სასწავლო პლატფორმებში, რაც სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს მისცემს წვდომას მაღალხარისხიან ონლაინ კურსებზე, პროფესიულ სერტიფიკატებსა და გლობალურ სასწავლო რესურსებზე, რომლებიც თავის მხრივ შემუშავებულია მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებისა და კომპანიების თანამშრომლობით, რის შედეგად გაიცემა Coursera-ს საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატები.

პარტნიორობის ხელშეკრულებას აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა, დავით ჩერქეზიშვილმა და Coursera-ს ვიცე-პრეზიდენტმა მარკ ისტმა მოაწერეს ხელი. პარტნიორობის მიზანია საერთაშორისო ციფრული სასწავლო რესურსების ინტეგრაციის ხელშეწყობა უნივერსიტეტის აკადემიურ გარემოში.

Coursera არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საერთაშორისო გლობალური ონლაინ სასწავლო პლატფორმა, რომელიც დაარსდა სტენფორდის უნივერსიტეტში, მოიცავს პროფესიულ სერტიფიკატებს, სპეციალიზაციებსა და სამაგისტრო ხარისხებს, პარტნიორობს მსოფლიოში მოწინავე უნივერსიტეტთან, როგორიცაა სტენფორდი, იელი, ოქსფორდი და სხვა.., და ტექნოლოგიურ გიგანტთან (Google, IBM, Microsoft) Coursera Articles;

განათლების სამიტი „მომავლის უმაღლესი განათლება FOHE 2026“ ოქსფორდის უნივერსიტეტის Saïd Business School-ში მიმდინარე წლის 3-5 ივნისს გაიმართა, სამიტში ბრიტანული მხარის მოწვევით მონაწილეობდა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის დელეგაცია, რომელსაც რექტორი დავით ჩერქეზიშვილი, ვიცე-რექტორი კახაბერ ლაზარაშვილი და ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე თამთა ლეკიშვილი წარმოადგენდა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური