GE

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში ლექციათა ციკლი: „ეკლესია და სახელმწიფო” გაიმართა და პროფესორი სერგო ვარდოსანიძე მადლობის სიგელით დაჯილდოვდა

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წელთან დაკავშირებით, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში გაიმართა საჯარო ლექციათა ციკლი: „ეკლესია და სახელმწიფო”.

ლექციათა სერიას უძღვებოდა თეოლოგიისა და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე.

ლექციათა ციკლი მოიცავდა თემატიკებს: საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის ინსტიტუტი და მასთან დაკავშირებულ წინა წლების ისტორია; სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ნახევარსაუკუნოვანი მამამთავრობის პერიოდი (1977–2026); ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელი – ეკლესია და სახელმწიფო: „წარსული, აწმყო და მომავალი”.

ღონისძიებათა ციკლმა მაღალი ინტერესი გამოიწვია, შეხვედრებს ესწრებოდნენ სტუდენტები, კურსდამთავრებულები, აკადემიური პერსონალი და დაინტერესებული პირები. თითოეულ შეხვედრას ახლდა ინტერაქტიული ფორმატი და მსმენელთა აქტიური ჩართულობით წარიმართა.
ლექციებს დაესწრო აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით ჩერქეზიშვილი. ღონისძიების ბოლოს, მან ყურადღება გაამახვილა მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობების მნიშვნელობაზე და ახალგაზრდებში ეროვნული ცნობიერების გაძლიერების აუცილებლობაზე.

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა, დავით ჩერქეზიშვილმა მადლიერება გამოხატა, რომ ლექციათა ციკლი „ეკლესია და სახელმწიფო“, რომელიც მაისის თვის განმავლობაში მიმდინარეობდა მაღალი ინტერესით ჩატარდა და საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი ასპექტები თეოლოგიურ და ისტორიული ჭრილში პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ დარგის ღრმა კვალიფიციური ცოდნითა და მაღალი პედაგოგიური ოსტატობით წარმოადგინა. ამასთან ერთად, აღნიშნა ბატონი სერგოს მრავალწლიანი მოღვაწეობა, მაღალი პროფესიონალიზმი და შეხვედრის დასასრულს, ათწლეულების მანძილზე სტუდენტებსა და ახალგაზრდებში ეროვნული სულისკვეთების გაღვივებისთვის პროფესორი, თეოლოგიისა და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი სერგო ვარდოსანიძე აღმოსავლეთ ევროპის სახელით მადლობის სიგელით დააჯილდოვა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური