აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი 91 წლისაა!
91 წლის წინ, 1933 წლის 13 თებერვალს ქუთაისში პედაგოგიური ინსტიტუტის სტუდენტებისთვის პირველი ზარი დაირეკა და პირველი ლექცია აკადემიკოსმა გიორგი ახვლედიანმა ჩაატარა.
ყველა სტუდენტს, თანამშრომელსა და კურსდამთავრებულს გილოცავთ საიუბილეო თარიღს!
ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ 4 სასწავლო განყოფილებით დაწყებული უმაღლესი სასწავლებლის ისტორია თითქმის საუკუნეა გრძელდება და რჩება განსაკუთრებული საგანმანათლებლო მნიშვნელობის კერად ქვეყანაში, რომელსაც არაერთი წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავს.
გვჯერა, რომ წინ კიდევ მრავალი წარმატებული წელია და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვლავაც აღიზრდებიან თაობები, ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ!
-
როგორ აღინიშნა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 93 წლის იუბილე
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
აწსუ-ში იმიტირებული სასამართლო პროცესის ეროვნული შეჯიბრი სისხლის სამართალში ჩატარდა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
სტუდენტთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვირეული გაიმართა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი