GE

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი პროფესიულ პროგრამებზე მიღებას აცხადებს

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიულ პროგრამებზე სწავლის მსურველთათვის მოქმედებს სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული შემდეგი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები:

საბაჟო საქმე – კურსდამთავრებულს შეუძლია განახორციელოს საბაჟო ზედამხედველობა, გააკონტროლოს ფიზიკური პირი, გააკონტროლოს სატრანსპორტო საშუალებები, განსაზღვროს საქონლის წარმოშობის ქვეყანა და საბაჟო ღირებულება, განსაზღვროს სასაქონლო ოპერაცია და გაუკეთოს ადმინისტრირება საბაჟო გადასახდელებს, განახორციელოს საბაჟო დეკლარირება, განახორციელოს საბაჟო გაფორმება, განახორციელოს სასაზღვრო საკარანტინო კონტროლი, განახორციელოს არასატარიფო ღონისძიებები, განახორციელოს საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოება.

საბაჟო საქმეში უმაღლესი კვალიფიკაციის მფლობელს შეეძლება დასაქმდეს:

საჯარო სექტორში:

  • სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი
  • სასაზღვრო გამშვები პუნქტის ან საბაჟო გაფორმების ოფიცრად

კერძო სექტორში:

  • საბროკერო, საკონსულტაციო, სავაჭრო, სამრეწველო კომპანიები
  • გადამზიდავი და ლოგისტიკური კომპანიები
  • დიპლომატიური დაწესებულებები და არასამთავრობო ორგანიზაციები .
  • საბაჟო საწყობები და ტერმინალები
  • საბაჟო ბროკერად, საბაჟო დეკლარანტად, საბაჟო გაფორმების სპეციალისტად.

ელექტროობა – პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს ნებისმიერ ორგანიზაციაში ელექტრულ დანადგარებისა და სხვა ელექტრულ აპარატურის მომსახურე პირად: ელექტრიკოსად; ელექტროტექნიკური სისტემების მემონტაჟედ; შენობის ელექტრიკოსად; მომმარაგებელ-ელექტრიკოსად; ელექტრო-მექანიკოსად; ელექტროგაყვანილობის და ფიტინგების მემონტაჟედ; განათების სისტემების მემონტაჟედ; ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაციის მემონტაჟედ; დამცავი სიგნალიზაციის მემონტაჟედ; ქუჩების განათების და ელექტრული სასიგნალო მოწყობილობების მემონტაჟედ; ასაფრენ-დასაფრენი ბილიკების განათების მემონტაჟედ; მზის ენერგიის ელექტრული კოლექტორების მემონტაჟედ.

მსუბუქი ავტომობილის სავალი ნაწილის შეკეთება – მსუბუქი ავტომობილის შეკეთებაში საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს ავტომობილის სავალი ნაწილის ტექნიკოსად, სავალი ნაწილის მექანიკოსად (საავტომობილო ტრანსპორტი), სავალი ნაწილის მექანიკოსად ავტოსერვისის მექანიკოსად.

მსუბუქი ავტომობილების ძრავის შეკეთება – კურსდამთავრებული შეძლებს ამოიღოს და ჩადგას ძრავი, მოახდინოს ძრავის ზოგადი დიაგნოსტირება, განახორციელოს ძრავის საწვავით კვების სისტემის სერვისი, განახორციელოს ძრავის მექნიზმების და გაგრილება-შეზეთვის სისტემების სერვისი, წაიკითხოს და გააანალიზოს ბლოკ-სქემები და პრინციპული სქემები, ჩაატაროს ზოგადი ელექტროტექნიკური და ელექტრონული გაზომვები.

საოფისე საქმე – პროგრამის მიზანია, მოამზადოს კვალიფიციური ადმინისტრაციული დამხმარე პერსონალი, რომელიც შეძლებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში დაწესებულების აქტივობების დაგეგმვას, მართვასა და დაწესებულების დოკუმენტბრუნვას.
საოფისე საქმეში საშუალო პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს საჯარო და კერძო დაწესებულებებში ოფისის მენეჯერად, ხელმძღვანელის თანაშემწედ, მდივნად. დოკუმენტაციის წარმოებასა და გარკვეული ორგანიზაციული ქვედანაყოფების ადმინისტრაციული სტრუქტურული ერთეულის სპეციალისტად და დამხმარე მუშაკებად.

საფინანსო სერვისები – პროგრამის კურსდამთავრებულებს შეუძლიათ დასაქმდნენ ბანკებსა და არასაბანკო საკრედიტო-საფინანსო დაწესებულებებში მოლარე და ოპერატორად,სხვადასხვა სავაჭრო ობიეტებში მოლარედ (მათ შორის ბილეთების გაყიდვის სალაროებში), ნივთების დაგირავებითა და ფულადი თანხების გაცემით დაკავებული აგენტად და ბუკმეკერად.

საბიბლიოთეკო საქმე – პროგრამის მიზანია მისცეს პირს ფართო განათლება და ძირითადი ცოდნა საბიბლიოთეკო სფეროში; აგრეთვე, განუვითაროს ის აუცილებელი უნარები და კომპეტენციები, რომლებიც საჭიროა როგორც შრომის ბაზარზე გასასვლელად, ასევე სწავლის გასაგრძელებლად, როგორც ფორმალურ, ისე, არაფორმალურ საგანმანათლებლო სისტემებში. საბიბლიოთეკო საქმეში საშუალო პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირი შესაძლოა დასაქმდეს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის ბიბლიოთეკებში, ქალაქის, სოფლის, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციების ბიბლიოთეკაში. (ეკონომიკური საქმიანობების სახეების ეროვნული კლასიფიკატორის კოდები: 71.1; 71.11; 71.11.0 დასაქმების საერთაშორისო კლასიფიკატორის (ISCO) კოდი: 2621; 2622)

მხატვრული ქსოვილები – პროგრამის მიზანია უზრუნველყოს როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო შრომის ბაზრისთვის კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება მხატვრული ქსოვილების მიმართულებით. კურსდამტავცრებულს შეუძლია დასაქმდეს საშუალო, მცირე საწარმოში სამხატვრო სალონებში დარგის სპეციალისტად, შეუძლიათ დააფუძნოს სახელოსნო-სტუდია და იმუშაოს კერძო შეკვეთებზე.

პროფესიულ პროგრამებზე სწავლის მსურველებს რეგისტრაცის გავლა რეგისტრაცია შეუძლიათ 12 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში, ასევე ელექტრონულად ვებგვერდზე: www.vet.emis.ge .

ინფორმაცია პროფესიული ტესტირების შესახებ და, ასევე, ტესტების ნიმუშები განთავსებულია სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: www.naec.ge.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური