აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი მეცნიერების პოპულარიზაციისთვის
მეცნიერება დღეს უკვე აღარ შემოიფარგლება მხოლოდ სამეცნიერო ლაბორატორიებსა და უნივერსიტეტებში საქმიანობით. ტექნოლოგიების განვითარებამ სამეცნიერო ინოვაციები ყოველდღიური ცხოვრებისგან განუყოფელი გახადა.
პირველი სამეცნიერო ფესტივალი ქუთაისში 2017 წელს ჩატარდა და მას შემდეგ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით, წელიწადში ერთხელ მის სივრცეში მეცნიერებსა და მომავალ მეცნიერებს მასპინძლობს.
2024 წელსაც უნივერსიტეტმა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად, ათასობით ახალგაზრდის მოუყარა თავი. ღია სივრცეში სახალისო სამეცნიერო აქტოვობებთან ერთად უნივერსიტეტის დოქტორანტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო კონფერენციამ „ახალგაზრდა მეცნიერები რეგიონის განვითარებისათვის“ აჩვენა რამდენად მზარდია სტუდენტებში კვლევითი საქმიანობსადმი ინტერესი.
მასშტაბურ ღონისძიებაზე სტუმრებს ფესტივალში მონაწილეებმა სახალისო, საგანმანათლებლო და კვლევითი ექსპერიმენტები შესთავაზეს.
მასში მონაწილეობდნენ: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტები, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრი, „ჰორიზონტი ევროპა“-ს საუნივერსიტეტო სამეცნიერო საგრანტო ოფისი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, შპს „ქუთაისის უნივერსიტეტი“, სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის აკადემია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის ინსტიტუტი, სსიპ-კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის წარმომადგენლობა,
ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი, დიმიტრი ნაზარიშვილის მემორიალური მუზეუმი, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი, ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა, შპს „მა-არქიტექტს“, ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლა, ქუთაისის მე-15 საჯარო სკოლა, ზესტაფონის მე-7 საჯარო სკოლა, კერძო სკოლა „ანა ბასისი“, სკოლებში არსებული იდეატორთა კლუბები. ფესტივალის მიზანი იყო სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ჩართულობით, თანამშრომლობითი ატმოსფეროს შექმნა, სადაც ცოდნისა და შემოქმედებითობის გაერთიანებით მეცნიერება სახალისო ხდება.
აღსანიშნავია, რომ ფესტივალში მონაწილეობის მსურველი სკოლების, პროფესიული საგანმანათლებლო ცენტრებისა და კერძო დაწესებულებების რაოდენობა ყოველ წელს იზრდება, რაც თანამშრომლობითი სწავლებისადმი დიდ ინტერესზე მიუთითებს. ფესტივალი მოსწავლეებსა და სტუდენტებს საშუალებას აძლევს სასკოლო და საუნივერსიტეტო სივრცეში შექმნილი პროექტები ფართო საზოგადოებას გაუზიარონ.
გარდა იმისა, რომ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველ წელს თავად უწევს ორგანიზებას მასშტაბურ ფესტივალს, თავადაც მონაწილეობს მსგავს ღონისძიებებში როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ.
უნივერსიტეტში აღნიშნავენ, რომ მეცნიერების პოპულარიზაციის ხელშეწყობისთვის მომავალში მსგავს მასშტაბურ ფესტივალთან ერთად არაერთი აქტივობა დაიგეგმება. რაც საშუალებას მისცემს მეცნიერებსა და მომავალ მეცნიერებს უფრო მეტი ისწავლონ, აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები მეცნიერების სხვადასხვა სფეროში არსებული გამოწვევების საპასუხოდ.
- აწსუ-ის 4 კურსდამთავრებული 100%-იანი დაფინანსებით სწავლას სამხრეთ უელსის უნივერსიტეტში აგრძელებს by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- მეცნიერების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად აწსუ-ში კვირეული გაიმართა by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გინესის რეკორდსმენია by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი