აწსუ-ის ორგანიზებით იმიტირებული სასამართლო პროცესის ეროვნული შეჯიბრი ჩატარდა
პირველად, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ჩატარდა იმიტირებული პროცესები სამოქალაქო სამართალში.
შეჯიბრის მერვედფინალურ ეტაპზე მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა უნივერსიტეტის წინასწარ რეგისტრირებული გუნდებიდან სამოტივაციო წერილისა და წერილობითი დოკუმენტის საფუძველზე შერჩეულმა 8 გუნდმა. საუკეთესო შედეგის მქონე ოთხმა გუნდმა ნახევარფინალურ ეტაპზე წარმატებით იასპარეზა, მათ შორის ორმა გუნდმა ფინალურ ეტაპზე მიიღო მონაწილეობა.
ფინალში ერთმანეთს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი ,,სენტენცია” და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი „პოსეიდონის სამკაპი“ დაუპირისპირდნენ. იმიტირებული პროცესი აკაკი წერეთლის სახელმიწფო უნივერსიტეტის გუნდის ,,სენტენციის” გამარჯვებით დასრულდა.
გამარჯვებული გუნდის წევრები არიან სამართლის საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტები: მარიამ მაღლაკელიძე, ნათია აბულაძე, დემეტრე ტყაბლაძე და თემო იგნატენკო. გუნდის მენტორი – სამართლის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი თამარ მსხვილიძე.
მეორე ადგილზე გასული გუნდის წევრები არიან: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის პროგრამის სტუდენტები ლუკა ტაკიძე, სანდრო კიკნაძე, ნიკა ფარტენაძე და იოსებ შავაძე.
პროცესზე მონაწილეთაგან გამოვლინდა სხვადსხვა ნომინაციაში გამარჯვებულები სტუდენტები.
„საუკეთესო მომხსენებლის“ ნომინაციაში გაიმარჯვეს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის „სამართლის“ საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტმა მარიამ მაღლაკელიძემ და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისიტეტის „სამართლის“ საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტმა ლუკა ტაკიძემ.
„საუკეთესო მოთამაშეების MWP“ ნომინაცია მოიპოვა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის „სამართლის“ საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტმა დავით ხურციძემ და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის „სამართლის“ საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტმა სანდრო კიკნაძემ.
„საუკეთესო წერილობითი დოკუმენტის“ ნომინაციას დაეუფლა ამავე შეჯიბრში გამარჯვებული გუნდი, ხოლო „საუკეთესო საპაექრო სიტყვის“ ნომინაცია მოიპოვა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის „სამართლის“ პროგრამის სტუდენტებისგან შემდგარმა გუნდმა – „სამართლის ნოვატორები“ (გუნდის წევრები: ნუგზარ სინაურიძე, ზურა გიგატაძე, დავით ხურციძე და ნათია მაჩიტიძე).
იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდა ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ დაფინანსებული შიდასაფაკულტეტო საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის ფარგლებში, რომლის ხელმძღვანელიც არის სამართლის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი რობიზონ ხურცილავა.
- აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გინესის რეკორდსმენია by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი მეცნიერების პოპულარიზაციისთვის by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- აწსუ-ის სტუდენტებმა საერთაშორისო კონკურსში „Digital Fashion“ გაიმარჯვეს by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი