აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გინესის რეკორდსმენია
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა, რატი გრძელიშვილმა, ჰოკეის შაიბის კენწვლით მსოფლიო რეკორდი დაამყარა. იგი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, არქეოლოგიის სპეციალობაზე სწავლობს.
მან 1 წუთის განმავლობაში ჰოკეის შაიბის 91-ჯერ აკენწლა შეძლო (აქამდე არსებული რეკორდი 41 იყო).
,,ყინულის ჰოკეის ბავშვობიდან ვთამაშობ, მაგრამ სანამ ჰოკეისტი გავხდებოდი, 2 წელი ფიგურულ სრიალზე ვიარე. ჰოკეი მიყვარს, რადგან დედამიწაზე ყველაზე სწრაფი სპორტია, მოითხოვს დიდ ფიზიკურ და მენტალურ მზადყოფნას. რაც შეეხება რეკორდსა და სამომავლო გეგმებს, ვფიქრობ, ერთ წარმატებას უკვე მივაღწიე, სამომავლოდ კი ვაპირებ უცხოეთში თამაშს,“ – ამბობს რატი.
უნივერსიტეტი ულოცავს მას მსოფლიო რეკორდის დამყარებას და სამომავლო წარმატებებს უსურვებს!
-
როგორ აღინიშნა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 93 წლის იუბილე
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
აწსუ-ში იმიტირებული სასამართლო პროცესის ეროვნული შეჯიბრი სისხლის სამართალში ჩატარდა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
სტუდენტთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვირეული გაიმართა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი