GE

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კონკურსი აბიტურიენტებისთვის – „სტიპენდია პირველი სემესტრიდან“

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი აბიტურიენტებისათვის აცხადებს სასტიპენდიო კონკურსს – „სტიპენდია პირველი სემესტრიდან“.

კონკურსი ეხება „ბიზნესის ადმინისტრირების“ საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველ აბიტურიენტებს, მისაღებ საგამოცდო საგანში – მათემატიკა.

კონკურსი ჩატარდება მიმდინარე წლის 22 მაისს 13 საათზე.

კონკურსის მიზანია „ბიზნესის ადმინისტრირება“ საბაკალავრო პროგრამაზე მაღალრეიტინგულ აბიტურიენტთა მოზიდვა.

კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდება რანჟირებული სიის მიხედვით. ადგილების რაოდენობა განსაზღვრულია 10 სტუდენტით.

კონკურსის იმ გამარჯვებულებს, რომელთაც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა პირველ ნომრად ექნებათ დაფიქსირებული ჩამონათვალში (მიუხედავად ეროვნულ გამოცდებზე დაგროვილი ქულებისა), დაენიშნებათ საფაკულტეტო სტიპენდია თვეში 100 ლარის ოდენობით, პირველივე სემესტრიდანვე და შეუნარჩუნდებათ ბაკალავრიატზე სწავლის მთელ პერიოდში, თუ სტუდენტს ყოველსემესტრულად უწყვეტად ექნება საშუალო A კატეგორიის შეფასება ყველა სასწავლო კურსში.

კონკურსი ჩატარდება არა დისტანციურად და მონაწილეები უნდა დარეგისტრირდნენ სპეციალურ ბმულზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური