აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად შალვა კირთაძე აირჩიეს
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს.
უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ რომ 2023 წლის 22 თებერვალს აკადემიურმა საბჭომ უნივერსიტეტის რექტორად სიითი შემადგენლობის აბსოლუტური უმრავლესობით აირჩია ასოცირებული პროფესორი შალვა კირთაძე, რომელიც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.
შალვა კირთაძემ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი, არის ფიზიკა-მათემატიკის აკადემიური დოქტორი, გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი.
რექტორად არჩევამდე ის იკავებდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის თანამდებობას.
-
სტუდენტთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვირეული გაიმართა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
მეცნიერების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვირეული გაიმართა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის სტუდენტების გამოგონება – „ჭკვიანი სახლი“
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი