აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს ბრიტანეთის ელჩი სტუმრობდა
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს ბრიტანეთის ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი სტუმრობდა. ელჩს უნივერსიტეტის რექტორმა შალვა კირთაძემ მოადგილესთან, ეკატერინე გაჩეჩილაძესთან, ადმინისტრაციის უფროსთან სერგო სვანაძესთან, საგარეო ურთიერთობათა და განვითარების სამსახურის უფროსთან, დავით გეგეჭკორთან ერთად უმასპინძლა.
ბრიტანეთის ელჩმა სტუდენტებთან საინტერესო შეხვედრა ჩაატარა და მათ შეკითხვებს უპასუხა.
სტუდენტები „გაერთიანებული სამეფო – საქართველოს კიბერთანამშრომლობა” (UKGCP) პროგრამის მიერ დაფინანსებულ პროექტს ,,ქალები კიბერუსაფრთხოებაში“ გაეცნენ. ექსპერტებმა პანელური დისკუსიის ფორმატში განიხილეს: გენდერი და კიბერუსაფრთხოება, კიბერუსაფრთხოება საქართველოში და არსებული სამუშაო ბაზარი, კიბერუსაფრთოების პოტენციალი და გამოწვევები მსოფლიოში.
-
სტუდენტთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვირეული გაიმართა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
მეცნიერების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვირეული გაიმართა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის სტუდენტების გამოგონება – „ჭკვიანი სახლი“
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი