GE

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ეკონომიკის სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდა

29 ოქტომბერს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა როლანდ კოპალიანმა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, მემორანდუმის მიზანია, თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების მქონე კვალიფიციური კადრების მომზადების ხელშეწყობა ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების და სამართლის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტების ბაზაზე.

გარდა ამისა, სამინისტრო და უნივერსიტეტი ითანამშრომლებენ უნივერსიტეტის საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი მოთხოვნების და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.

მემორანდუმის თანახმად, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირებისა და სამართლის საგანმანათლებლო პროგრამების დამამთავრებელი კურსის წარჩინებულ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ სამინისტროში სტაჟირება გაიარონ.

მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს სამინისტროს წარმომადგენლების საჯარო ლექციების ჩატარებას უნივერსიტეტში

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური