აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლევან გოკიელის ბიუსტი გაიხსნა
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამფუძნებელ მეცნიერთა ხეივანში, ქართველი მათემატიკოსის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის ლევან გოკიელის ბიუსტი გაიხსნა.
ავტორია მოქანდაკე გიორგი დარსაველიძე.
ბიუსტის გახსნის ცერემონიალს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი შალვა კირთაძე, სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის უფროსთან, იმერი ბასილაძესთან, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ცენტრის ხელმძღვანელთან მინდია ბერეკაშვილთან, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან და სხვა აკადემიურ პერსონალთან ერთად დაესწრო.
ლევან გოკიელი 1901 წელს ქუთაისში დაიბადა. იგი აწსუ-ის მათემატიკის კათედრის პირველი გამგე გახლდათ.
მისი ძირითადი შრომები ეხება მათემატიკის ფილოსოფიურ და ლოგიკურ, მათემატიკის ისტორიის, აგრეთვე ლოგიკისა (დიალექტიკური ლოგიკა) და მისი ფილოსოფიის დაფუძნების საკითხებს.
-
როგორ აღინიშნა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 93 წლის იუბილე
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
აწსუ-ში იმიტირებული სასამართლო პროცესის ეროვნული შეჯიბრი სისხლის სამართალში ჩატარდა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
სტუდენტთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვირეული გაიმართა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი