GE

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში „მეცნიერების ფესტივალი 2025“ ჩატარდა

2025 წლის 29 სექტემბერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალგაზრდებში მეცნიერების პოპულარიზაციის, კვლევებსა და ინოვაციურ საქმიანობაში მათი ჩართვის მიზნით „მეცნიერების ფესტივალი 2025“ ჩატარდა.

მეცნიერების ფესტივალი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიური სტრუქტურების, სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, პარტნიორი ორგანიზაციებისა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ჩართულობით.

ღონისძიებებსა და საგამოფენო სივრცეებში მიმდინარე აქტივობებს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი შალვა კირთაძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან, მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიასთან, უმაღლესი განათლების დეპარტამენტის უფროს მაია შუხოშვილთან, მეცნიერების დეპარტამენტის უფროს ქეთი ქოქრაშვილთან, საქართველოს პარლამენტის წევრ ზაზა ლომინაძესთან, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ ჯაბა სამუშიასთან და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

ღონისძიებები გაიმართა მეცნიერებისა და ინოვაციების მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად, ეროვნული სამეცნიერო, ტექნოლოგიური და ინოვაციური პოტენციალის წარმოსაჩენად, კვლევითი საქმიანობის ინტერნაციონალიზაციის მხარდაჭერისა და მეცნიერების მიმართულებით ახალგაზრდების მოტივირებისა და ინტერდისციპლინური კვლევების წახალისების მიზნით.

ღონისძიების საგამოფენო ნაწილი უნივერსიტეტის ღია სივრცეში მოეწყო, რასაც ახალი სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი ღონისძიება უძღოდა წინ.

ფესტივალის საგამოფენო ნაწილი უნივერსიტეტის ღია სივრცეში მოეწყო, რასაც ახალი სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი ღონისძიება უძღოდა წინ.

ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა:

  • აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ახალგაზრდა მეცნიერები რეგიონული და გლობალური განვითარებისათვის“;
  • საინფორმაციო შეხვედრა – „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნულმა ოფისმა გამართა საინფორმაციო შეხვედრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან და დოქტორანტებთან პროგრამის ფარგლებში არსებულ საგრანტო შესაძლებლობებთან დაკავშირებით;

პროექტების პრეზენტაცია კვლევების კომერციალიზაციის ჭრილში:

1. პროექტი – „ქუთაისი – საქართველოს უძველესი ქალაქი (ტურისტული გზამკვლევი)“ წარმდგენი – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი;

2. პროექტი -„კომერციალიზაცია ლანდშაფტური არქიტექტურის მიმართულებით“ წარმდგენი – აგრარული ფაკულტეტი;

სამუშაო შეხვედრები:

1. „დასაქმების ხიდი: სტუდენტები, კურსდამთავრებულები და პარტნიორები ერთ სივრცეში“ (Მოდერატორები: პროფესორი ნანა შონია – ბიზნესის, სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი; ეკა ლეჟავა – დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს ხელმძღანელი დასავლეთ საქართელოში; გიორგი აბაზაძე – „მასობრივი კომუნიკაციების“ საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებული);

2. „ნარჩენების რეციკლირება და ცირკულარული ეკონომიკა“ – საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება (მოდერატორი: პროფესორი ციცინო თურქაძე, გარემოს დაცვის ტექნოლოგიების მიმართულების ხელმძღვანელი საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი).

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური