GE

აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის რექტორმა სხვადასხვა პროექტში გამარჯვებულ სტუდენტებს უმასპინძლა

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი როლანდ კოპალიანი ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სხვადასხვა პროექტში გამარჯვებულ სტუდენტებს შეხვდა. რექტორმა ფაკულტეტის დეკანთან, ნანა შონიასთან და ადმინისტრაციის უფროსთან, კახა კუპატაძესთან ერთად, სტუდენტებს მადლობა გადაუხადა, მომავალი წარმატებები უსურვა და მხარდაჭერა აღუთქვა.

მიმდინარე სასწავლო წელს ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სამართლის ინსტიტუტის მიერ დაგეგმილ „ადამიანის უფლებათა სამართლის“ იმიტირებულ სასამართლო პროცესსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ჩატარებულ ონლაინ “მედიაციის ეროვნული შეჯიბრში”.

“ადამიანის უფლებათა სამართლის“ იმიტირებულ სასამართლო პროცესში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ორი გუნდი მონაწილეობდა:

  • „RNSA“ – მონაწილეები: ნუნუ დანელია, რამი კვერნაძე, ანა ზარნაძე და სოფიო დგებუაძე (მწვრთნელი – გელა სიორდია).
  • „აია“ – მონაწილეები: ნინო მატარაძე, მარიამ ამბროლაძე, მარიამ რევიშვილი და მალხაზ ქორიძე (მწვრთნელი – თამარ ჭარბაძე).

მათ პირველი და მეორე ადგილები გაინაწილეს.

მედიაციის ეროვნულ შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო მაია ბაკურაძემ, თამარ ხურციძემ, ნიკა ჭეიშვილმა, დავით ქურციკიძემ და ნუნუ დანელიამ (გუნდის მენტორი, ასოც. პროფესორი რობიზონ ხურცილავა). მათ მეორე ადგილი დაიკავეს და სხვადასხვა ნომინაციაში გაიმარჯვეს და მოიპოვეს სპეციალური ნომინაციებიც: “კეთილგონიერი ალტერნატივა” და “თანამშრომლობა მედიატორთან”.

ორივე ოლიმპიადაში მონაწილე სტუდენტებმა შეძლეს ქვეყნის მასშტაბით შეექმნათ დადებითი იმიჯი, როგორც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის, ისე საკუთრივ ბიზნესის, სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტისთვის.

სამმა სტუდენტმა (სალომე გოდერიძემ, ლოლიტა კალანდარიშვილმა და ბიძინა კვერნაძემ) აქტიური მონაწილეობა მიიღო ქვეყნის მასშტაბით საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტში “მეცნიერება კაპიტანია”. მათ წარმატებით გაართვეს თავი დავალებებს, რის გამოც უნივერსიტეტმა სამინისტროსგან მადლობის წერილი
მიიღო. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები ხშირად მონაწილეობენ სხვადასხვა პროექტში და ყოველწლიურად წარმატებებს აღწევენ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური