ალტე უნივერსიტეტი 2024 წლის კურსდამთავრებულებს აკადემიური ხარისხის მინიჭებას ულოცავს

ალტე უნივერსიტეტი ულოცავს 2024 წლის კურსდამთავრებულებს აკადემიური ხარისხის მინიჭებას!
გამოსაშვები საღამოს ცერემონიაზე, კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა, ანი ამირანაშვილმა და სკოლების დეკანებმა: ქეთევან ჩახნაშვილმა, ქეთევან ცხადაძემ და ნანა მიქაშავიძემ მიულოცეს.
ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები: ივანე ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალის კლინიკური დირექტორი, ალექსი ვაჩაძე და მწერალი, გიორგი კეკელიძე, რომელთაც კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართეს და კარიერულ გზაზე წარმატებები უსურვეს.
გვიხარია, რომ ჩვენმა კურსდამთავრებულებმა სტუდენტობის მნიშვნელოვანი წლები ჩვენთან ერთად გაატარეს. ალტე უნივერსიტეტი ყოველთვის დაუჭერს მხარს მათ კარიერული განვითარების გზაზე.
-
ალტე უნივერსიტეტი Global Tech Weekend Tbilisi 2025-ის პარტნიორია by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტსა და ოთხ წამყვან საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტი 2025 NASA International Space Apps Challenge – ის ადგილობრივი მასპინძელი და ორგანიზატორია by ალტე უნივერსიტეტი