ალტე უნივერსიტეტი 50-ზე მეტი ახალი საერთაშორისო უნივერსიტეტის პარტნიორი გახდა
2024-2025 აკადემიური წელს, ალტე უნივერსიტეტი 50-ზე მეტი ახალი საერთაშორისო უნივერსიტეტის პარტნიორი გახდა.
საერთაშორისო პარტნიორობების გაძლიერება ალტე უნივერსიტეტისთვის განვითარებისა და მაღალი ხარისხის განათლების მიწოდების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია. ეს თანამშრომლობები სტუდენტებსა და პერსონალს აძლევს შესაძლებლობას, გაიზიარონ საერთაშორისო გამოცდილება და ცოდნა. ამასთან ერთად, ხელი შეუწყონ ინოვაციური იდეებისა და მიდგომების ინტეგრაციას.
აღნიშნული გლობალური შესაძლებლობები ხელს უწყობს საუნივერსიტეტო საზოგადოების პიროვნულ, აკადემიურ თუ პროფესიულ ზრდას. როგორც სტუდენტებს, ასევე აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს აქვთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში, გლობალურ კონფერენციებსა და კვლევით პროექტებში, ისარგებლონ საერთო აკადემიური რესურსებითა და სამეცნიერო პუბლიკაციებით.
მსგავსი გლობალური შესაძლებლობები უზრუნველყოფს ალტე უნივერსიტეტის მუდმივ განვითარებას, ინოვაციურობასა და სასწავლო პროგრამების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას.
ალტე უნივერსიტეტი კვლავ აგრძელებს აქტიურ მუშაობას საერთაშორისო პარტნიორული ქსელის გაფართოებასა და ამ მიმართულებით კიდევ უფრო გაძლიერებაზე.
იხილეთ: ალტე უნივერსიტეტის საერთაშორისო პარტნიორების სრული სია.
-
ალტე უნივერსიტეტსა და Ibmec Educacional-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტის ლოკალური ჰაკათონის “NASA Space Apps Challenge 2025 Zugdidi“ გამარჯვებული გუნდი – “Skill Issue“ გლობალურ ნომინანტებს შორის დასახელდა
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტს Santosh University-ის დელეგაცია ესტუმრა
by ალტე უნივერსიტეტი