ალტე უნივერსიტეტი Oracle Academy-ის წევრი გახდა
![](https://edu.aris.ge/news/wp-content/uploads/2024/08/alte-1-458x257.jpg)
ალტე უნივერსიტეტი, StrategEast-თან კოლაბორაციით, Oracle Academy-ის პარტნიორი გახდა.
თანამშრომლობის ფარგლებში, Oracle აკადემია ალტე უნივერსიტეტს უზრუნველყოფს სრულყოფილი აკადემიური კურიკულუმით, აკადემიური კვლევებისთვის საჭირო პროგრამებითა და ახალი სასწავლო პროექტებისა თუ მეთოდების დანერგვისთვის აუცილებელი რესურსებით.
Oracle აკადემია საგანმანათლებლო დაწესებულებებს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სთავაზობს უამრავ რესურსს, პროგრამულ უზრუნველყოფასა და ახალ შესაძლებლობას, რათა გაუმჯობესდეს ტექნოლოგიური განათლება და სტუდენტებმა მიიღონ კარიერასთან შესაბამისი თეორიული, თუ პრაქტიკული ცოდნა.
აღნიშნული პარტნიორობის შედეგად, სტუდენტებს ექნებათ წვდომა უახლეს ტექნოლოგიურ ინსტრუმენტებსა და ცოდნაზე. სწორედ ასეთი ინოვაციური სასწავლო გარემო დაეხმარება მათ ტექნოლოგიური ინდუსტრიისთვის საჭირო უნარების გამომუშავებასა და გაძლიერებაში.
-
სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები ალტე უნივერსიტეტში პირველადი გადაუდებელი დახმარების კურსს გაივლიან – რეგისტრაცია by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობა დაიწყო – პროგრამები, ადგილები და ფასები by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლასა და საბერძნეთის ALBA Business School-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა by ალტე უნივერსიტეტი