ალტე უნივერსიტეტი საზოგადოების მხარდაჭერის ნომინაციაში “Meliora”-ს ფინალისტია
ალტე უნივერსიტეტი, უკვე მეორედ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით განხორციელებული კონკურსის “Meliora”-ს ფინალისტია საზოგადოების მხარდაჭერის ნომინაციაში.
აღნიშნული ღონისძიება ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში შედის. კონკურსზე წარდგენილი იყო კერძო სექტორის ის გამორჩეული CSR პროექტები, რომლებიც მათ წინა წლის განმავლობაში განახორციელეს.
გასულ წელს აბიტურიენტების კლუბისა და სკოლის მოსწავლეების მხარდასაჭერი პროექტებით, წელს კი Techdro -სთან ერთად განხორციელებული საერთაშორისო პროექტით: Technovation Girls საქართველო, საუკეთესო ხუთეულში მოვხვდით.
კონკურსში მონაწილეობა 59-მა კომპანიამ მიიღო. სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებულები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და სფეროს საერთაშორისო ექსპერტებმა დააჯილდოვეს.
- სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები ალტე უნივერსიტეტში პირველადი გადაუდებელი დახმარების კურსს გაივლიან – რეგისტრაცია by ალტე უნივერსიტეტი
- ალტე უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობა დაიწყო – პროგრამები, ადგილები და ფასები by ალტე უნივერსიტეტი
- ალტე უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლასა და საბერძნეთის ALBA Business School-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა by ალტე უნივერსიტეტი