ალტე უნივერსიტეტის კურსდამთავრებული გრანტების პროგრამის გამარჯვებულია
ალტე უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის კურსდამთავრებული, ნინო ვენჯელაშვილი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებულია.
აღნიშნული პროგრამა 2024 წლის 14 თებერვალს მეთორმეტედ გამოცხადდა და სულ 20 გამარჯვებული გამოვლინა, რომელთა შორის ჩვენი კურსდამთავრებულის იდეაც მოხვდა.
ProcureMed – საავადმყოფოებისთვის ღირებულების ანალიზისა და შესყიდვების პროგრამას ქმნის. ინოვაციური ინსტრუმენტი მიზნად ისახავს ხარჯების მნიშვნელოვნად შემცირებასა და ჯანდაცვის მიწოდების ჯაჭვის მართვისა და მარაგების გამოყენების ეფექტურობის გაუმჯობესებას.
პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება.
გამარჯვებულები საინვესტიციო კომიტეტმა გამოავლინა, რომელიც მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩერული ინვესტორების მიერ იყო დაკომპლექტებული. ფინალისტებს თავიანთი იდეების წარსადგენად უცხოელი ტრენერები ამზადებდნენ.
- გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ალტე უნივერსიტეტსა და ლატვიის გამოყენებით მეცნიერებების უნივერსიტეტს (EKA) შორის by ალტე უნივერსიტეტი
- ალტე უნივერსიტეტსა და პორტუგალიის კოიმბრას უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა by ალტე უნივერსიტეტი
- ალტე უნივერსიტეტსა და საბერძნეთის ALBA Business School-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა by ალტე უნივერსიტეტი