ალტე უნივერსიტეტის „მასწავლებლების საბჭოს“ ინიციატივით, ხელოვნური ინტელექტის Online სასერტიფიკატო კურსი ჩატარდება
20-21 თებერვალს, 18:00 საათზე, ალტე უნივერსიტეტის „მასწავლებლების საბჭოს“ ინიციატივით, მასწავლებლებისთვის Online სასერტიფიკატო კურსი – „ხელოვნური ინტელექტი საკლასო ოთახში“ ჩატარდება.
უნივერსიტეტის მიერ 27 იანვარს გამოქვეყნებული ინფორმაციით, კურსს AI & გაციფრულების ექსპერტ-კონსულტანტი, ნინო გორგაძე გაუძღვება. ნინო 20-წლიანი გამოცდილების საერთაშორისო სერტიფიცირებული პროექტების მართვის პროფესიონალი (PMP, PMI-ACP/PMI), IPMA Georgia-ს დირექტორი და ასოცირებული პროფესორია, რომელიც კურსის განმავლობაში, როგორც თეორიულ ცოდნას, ისე რეალურ მაგალითებზე დაყრდნობით პრაქტიკულ გამოცდილებას გაგიზიარებთ.
კურსი მოგცემთ შესაძლებლობას, კიდევ უფრო კარგად გაიცნოთ ხელოვნური ინტელექტი, მასთან მუშაობის წესები, გაიღრმაოთ ცოდნა AI-ის მიმართულებით და შეძლოთ მისი ეფექტური ინტეგრაცია საგაკვეთილო პროცესში.
ტრენინგის გავლის შემდეგ შეძლებთ:
- გამოიყენოთ AI უსაფრთხოდ, რისკებისა და კონფიდენციალურობის გათვალისწინებით;
- შეადგინოთ სწორი ამოცანები AI-სთვის;
- გამოიყენოთ AI გაკვეთილის დაგეგმვაში, სასწავლო მასალების მომზადებაში, შეფასებასა და უკუკავშირის დაბრუნებაში;
- განასხვაოთ ერთმანეთისგან AI დახმარება და პლაგიატი.
ტრენინგის დასრულების შემდეგ გექნებათ წვდომა პირად AI ასისტენტსა და რამდენიმე სასწავლო/შეფასების შაბლონთან. კურსის დასრულების შემდეგ გადმოგეცემათ სერტიფიკატი.
მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია: შეირჩევა მხოლოდ 30 მასწავლებელი.
დაინტერესების შემთხვევაში, რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ მითითებულ ბმულზე
რეგისტრაციის ბოლო ვადა 12 თებერვალია.
-
საქართველოს სხვადასხვა სექტორის ლიდერები ალტე უნივერსიტეტის მაგისტრანტების მენტორები გახდებიან
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტი აზერბაიჯანის ერთ-ერთი წამყვან ფინანსურ ინსტიტუტთან – AccessBank Azerbaijan -თან საერთაშორისო საკონსულტაციო პროექტს ახორციელებს
by ალტე უნივერსიტეტი
-
Research Skills Lab – კვლევითი უნარების გაძლიერება ალტე უნივერსიტეტში
by ალტე უნივერსიტეტი