GE

ალტე უნივერსიტეტის ორგანიზებით TECHNOVATION GIRLS SAKARTVELO 2024-ის ფინალური ეტაპი გაიმართა

18-19 მაისს, ალტე უნივერსიტეტის ორგანიზებითა და TBC – თიბისი ბანკის მხარდაჭერით, TECHNOVATION GIRLS SAKARTVELO 2024-ის ფინალური ეტაპი გაიმართა.

გამარჯვებული გუნდები ორ კატეგორიაში (ჯუნიორები/სენიორები) გამოვლინდნენ.

ჯუნიორ კატეგორიის გამარჯვებულები გახდნენ:

გუნდი – “Easy Care“ – აჭარა

შექმნეს მოწყობილობა შინაური ცხოველებისა და მათი მფლობელებისთვის. მასში თავსდება ცხოველების საკვები და იგი დაკავშირებულია და კონტროლდება მობილური აპლიკაციით – “Easy care”, რაც, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს ცხოველების გამოკვებას და გასცემს მათ მოვლასთან დაკავშირებულ რჩევებს.

გუნდი – “Visionairy Girls“ – თბილისი

შექმნეს აპლიკაცია, რომელიც ემსახურება ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას მოხალისეობრივ, სოციალურ-კულტუტულ აქტივობებში. აპლიკაცია “Volunify” ერთ სივრცეში აერთიანებს ინფორმაციას პროექტის, მისი ორგანიზატორებისა და პოტენციური მონაწილეების შესახებ.

გუნდი – “Hypotenuse 5“ – თბილისი

შექმნეს აპლიკაცია “Gamige”, რომელიც ემსახურება ბავშვებში მეტყველების სირთულეების დაძლევას სახალისო აქტივობებით და მიზნად ისახავს, გაუადვილოს მათ მეტყველების უნარის გაუმჯობესება და კომუნიკაციის უნარები.

გუნდები კონკურსის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად ასპარეზობას აშშ-ში გააგრძელებენ, სადაც მათ საერთაშორისო ჟიური შეაფასებს.

პროექტი TECHNOVATION GIRLS SAKARTVELO ალტე უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლის ორგანიზებითა და არასამთავრობო ორგანიზაცია Techdroს მხარდაჭერით, უკვე მეორე წელია, წარმატებით ხორციელდება.

პროექტის მთავარი მხარდამჭერია TBC – თიბისი, რომლისთვისაც ახალი თაობის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა და ტექნოლოგიების სწავლების ხელშეწყობა უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური