ალტე უნივერსიტეტის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა IALS-ში გაწევრიანდა
![](https://edu.aris.ge/news/wp-content/uploads/2024/11/467965427_567825882518966_9114599700870927549_n-458x257.jpg)
ალტე უნივერსიტეტის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა სამართლის სკოლათა საერთაშორისო ასოციაციაში (IALS) გაწევრიანდა.
აღნიშნული ასოციაცია, რომელიც 2000 წელს დაარსდა, მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი გაერთიანებაა იურისპრუდენციაში განათლებისა და კვლევის მიმართულებით.
სამართლის სკოლათა საერთაშორისო ასოციაცია ხელს უწყობს ურთიერთგაგების ჩამოყალიბებას სამართლებრივი სისტემებისა და კულტურების მრავალფეროვნების გათვალისწინებით, ადგენს სხვადასხვა პროტოკოლს იურიდიული განათლების ხარისხის თანმიმდევრული გაუმჯობესების მიზნით. ამასთან ერთად, ზრუნავს იურიდიული განათლების გლობალური ბაზრის მოთხოვნებთან მუდმივ შესაბამისობაზე, მათ შორის საერთაშორისო სამართლის სპეციალისტების მომზადებაზე.
IALS-ის წევრობა ალტე უნივერსიტეტის სამართლის პროგრამის აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს უნიკალური შესაძლებლობებით უზრუნველყოფს და ხელს შეუწყობს მათ ინტერნაციონალიზაციას. ალტე უნივერსიტეტს, როგორც ასოციაციის წევრს, ექნება შესაძლებლობა, მოიწვიოს კოლეგა ლექტორები, მიიღოს წვდომა უახლესი კვლევის შედეგებზე და შექმნას შესაძლებლობები სტუდენტთა სტაჟირებისთვის.
-
სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები ალტე უნივერსიტეტში პირველადი გადაუდებელი დახმარების კურსს გაივლიან – რეგისტრაცია by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობა დაიწყო – პროგრამები, ადგილები და ფასები by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლასა და საბერძნეთის ALBA Business School-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა by ალტე უნივერსიტეტი