ალტე უნივერსიტეტის სტარტაპ მარათონის ფინალისტი GITA-ს საგრანტო პროგრამის ფინალშია
ალტე უნივერსიტეტის სტარტაპ მარათონის ფინალისტი, ზურა წიკლაური, GITA-ს საგრანტო პროგრამის ფინალშია.
უნივერსიტეტის მიერ 18 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, საგრანტო პროგრამის ფარგლებში, ზურამ ახალი აპლიკაციის, „ექსტრას“ შექმნის იდეა წარადგინა. აპლიკაციის დახმარებით საპროდიუსერო კომპანიები შეძლებენ მასიური სცენისთვის მსახიობების შერჩევას 2-ჯერ უფრო სწრაფად და 7-ჯერ უფრო ნაკლები დანახარჯით. რაც მთავარია, „ექსტრას“ დახმარებით, დაემშვიდობებიან მსახიობების შერჩევის ხანგრძლივ და მოუხერხებელ პროცესს.
აპლიკაცია ასევე უქმნის შესაძლებლობას ყველა მსურველს გამოცადოს თავი მსახიობად, მიიღოს დამატებითი შემოსავალი და მოხვდეს გადასაღებ მოედანზე.
ზურას გუნდი უკვე თანამშრომლობს რამდენიმე ქართულ კომპანიასთან, სადაც მათი იდეის განხორციელება მარტივი პროტოტიპით ხდება. გრანტის დამტკიცების შემთხვევაში კი, ისინი შექმნიან აპლიკაციის სრულყოფილ ვერსიას, რომელიც თავდაპირველად, ქართულ და ინდურ ბაზარზე გაიტესტება.
ალტე უნივერსიტეტის სტარტაპ მარათონის ფარგლებში, ზურამ გამოცდილ ანტრეპრენერებთან გაიარა კონსულტაცია, რაც დაეხმარა თავისი იდეის დამუშავებასა და სამომავლო განვითარებაში.
- სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები ალტე უნივერსიტეტში პირველადი გადაუდებელი დახმარების კურსს გაივლიან – რეგისტრაცია by ალტე უნივერსიტეტი
- ალტე უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობა დაიწყო – პროგრამები, ადგილები და ფასები by ალტე უნივერსიტეტი
- ალტე უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლასა და საბერძნეთის ALBA Business School-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა by ალტე უნივერსიტეტი