ალტე უნივერსიტეტმა და PMI საქართველოს წარმომადგენლობამ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმეს
ალტე უნივერსიტეტსა და PMI თბილისი, საქართველოს წარმომადგენლობას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
თანამშრომლობა ერთობლივი ღონისძიებების, პროექტებისა და სხვადასხვა სახის აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებას ითვალისწინებს. გარდა ამისა, მხარეები გაუზიარებენ ერთმანეთს შესაბამის გამოცდილებას და აქტიურად ჩართავენ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს საერთო პროექტებში.