ალტე უნივერსიტეტმა ლიეტუვას კიდევ ერთ კოლეჯთან (KVK) მემორანდუმს მოაწერა ხელი
ალტე უნივერსიტეტმა ლიეტუვას კიდევ ერთ კოლეჯთან (KVK) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი.
ალტე უნივერსიტეტის მიერ 4 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციიის თანახმად, როგორც ლიეტუვას წამყვანი სახელმწიფო კოლეჯი, KVK ცნობილია პრაქტიკულ უნარებზე ორიენტირებული სწავლებითა და მჭიდრო ინდუსტრიული კავშირებით, რაც სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება და მოემზადონ მათთვის საინტერესო სფეროში დასაქმებისთვის, ინოვაციური პროგრამებისა და თანამედროვე ინფრასტრუქტურის დახმარებით.
თანამშრომლობის ფარგლებში შესაძლებელი გახდება:
- სასწავლო ვიზიტები სტუდენტებისთვის, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის
- ერთობლივი კვლევები მედიცინის, ხელოვნური ინტელექტისა და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით
- კოლაბორაციული და ინტერდისციპლინარული პროექტების ორგანიზება
- ერთობლივი და ორმაგი ხარისხის პროგრამების შექმნა და განვითარება
- საერთაშორისო კონფერენციების, სემინარების და საზაფხულო სკოლების თანაორგანიზება
- რესურსების გაზიარება სასწავლო და კვლევითი მიზნებისთვის
- სტუდენტებისათვის პრაქტიკული გამოცდილების მიღების ხელშეწყობა ერთობლივი პროექტებისა და ღონისძიებების მეშვეობით
ეს თანამშრომლობა არის კიდევ ერთი გზა, შევქმნათ ახალი საერთაშორისო შესაძლებლობები ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიურ პერსონალისთვის.
- ალტე უნივერსიტეტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ხორვატიის ორ უნივერსიტეტთან გააფორმა by ალტე უნივერსიტეტი
- ახალი შესაძლებლობები სტუდენტებისთვის – ალტე უნივერსიტეტსა და საქართველოს საბანკო ასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა by ალტე უნივერსიტეტი
- ალტე უნივერსიტეტის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა IALS-ში გაწევრიანდა by ალტე უნივერსიტეტი