ალტე უნივერსიტეტსა და ბრაზილიის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ალტე უნივერსიტეტსა და ბრაზილიის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტს – UniRV University (Universidade de Rio Verde) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ალტე უნივერსიტეტის მიერ 29 იანვარს გამოქვეყნებული ინფორმაციით, მემორანდუმი მიზნად ისახავს უნივერსიტეტებს შორის აკადემიური, კვლევითი და ინოვაციური თანამშრომლობის გაძლიერებასა და ახალი აკადემიური შესაძლებლობების შექმნას როგორც სტუდენტებისთვის, ისე პერსონალისთვის.
აღნიშნული თანამშრომლობა სტუდენტებისა და პერსონალისთვის გაცვლით პროგრამებს, ერთობლივ აკადემიურ და კვლევით პროექტებს, საერთაშორისო კონფერენციებს, ინოვაციურ აქტივობებსა და სხვა საგანმანათლებლო ინიციატივებს ითვალისწინებს.
UniRV University 1973 წელს დაარსდა და ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბდა, როგორც უძლიერესი მრავალპროფილიანი სახელმწიფო უნივერსიტეტი. დღეს UniRV 20 000-ზე მეტი სტუდენტს აერთიანებს. უნივერსიტეტის აკადემიური მიმართულებები მედიცინას, სამართალს, ინჟინერიას, ეკოლოგიას, სოციალურ მეცნიერებებსა და ტექნოლოგიებს მოიცავს. UniRV განსაკუთრებით გამოირჩევა მასშტაბური კვლევითი პროექტებითა და პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლების მოდელით.
-
ალტე უნივერსიტეტში დისკუსია – „AI ლანდშაფტი: ტენდენციები და კროს-სექტორული გამოყენება“ გაიმართება
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტში XI-XII კლასების მოსწავლეებისთვის „იმიტირებული გამოძიება“ გაიმართება
by ალტე უნივერსიტეტი
-
ფრანგული დიპლომის მიღების შესაძლებლობა ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის
by ალტე უნივერსიტეტი