„ახსნა ეზარება“ – სწრაფი რჩევა აბიტურიენტს, როცა რეპეტიტორი ქართულის დავალებას აუხსნელად გაძლევს
რამდენიმე დღის წინ, EDU.ARIS.GE აბიტურიენტის ასეთ წერილს გაეცნო: “ვარ აბიტურიენტი და ვემზადები ქართულში, მაგრამ ვატყობ, მასწავლებელს ახსნა ეზარება და აუხსნელად მაძლევს სასწავლ მასალას. რა გავაკეთო? მიწევს ჩემი თავისთვის სულ ახსნები. თქვენც ასე ხართ? მაინტერესებს…”
EDU.ARIS.GE ასეთ ვითარებაში მყოფი აბიტურიენტებისთვის სწრაფი რჩევის მისაღებად ფილოლოგს, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტის გამსწორებელს, მანანა ციცქიშვილს დაუკავშირდა.
სპეციალისტის თქმით, მიუღებელია სიცივე და გულგრილობა ბავშვის მიმართ, მაგრამ იმასაც ამბობს, რომ თუ ბავშვმა არ მოინდომა, მარტო პედაგოგი ვერაფერს გახდება:
“მე ვუხსნი, ვუყვები და მთელ გულს ვდებ ბავშვის მომზადებაში. გეზს ვაძლევ, მერე კი თავად სწავლობენ, ცდილობენ, ამყვნენ. ერთი რჩევა ისიც არის, რომ როცა არ მოგწონს მასწავლებელი, წადი სხვასთან, ვინ გაძალებს ისეთთან სიარულს, რომელიც არ გიხსნის მასალას?!, მაგრამ თუკი დღეს ეს გამოსავალი არ გაქვს:
სწრაფი რჩევა ასეთია
“იკითხეთ ბევრი, გაუზიარეთ თქვენი აზრები მეგობრებს, იმსჯელეთ მათთან ერთად. გაასწორეთ ერთმანეთის თემები, გაითვალისწინეთ შეცდომები.
როცა მასწავლებელთან მიხვალთ, სთხოვეთ, აგიხსნათ ახალი მასალა, იაქტიურეთ და გაკვეთილის მსვლელობისას კითხვები დასვით, შეეცადეთ, გამოაფხიზლოთ მასწავლებელი.
როცა თქვენს ინტერესს დაინახავს, თავადაც მოინდომებს. თქვენ უნდა იყოთ სტიმული რეპეტიტორისთვის და პირიქით.
მთავარი კი მაინც მონდომებაა! ყველაფერი გამოგივათ, არ დაკარგოთ საკუთარი თავის რწმენა!”.
ასევე იხილეთ:
-
„დაიცავი განათლება“ – მთავრობის დაგეგმილი რეფორმა თბილისში მარშით გააპროტესტეს
by ARIS.GE-განათლება
-
როგორ იმუშავებს ორ სკოლაში დასაქმებულისთვის მენტორის სტატუსის მოპოვების პროცედურა ახალი სქემით
by ARIS.GE-განათლება
-
მინისტრი, მოადგილეები და მათი თანაშემწეები – როგორ ნაწილდება ხელფასები თანამდებობების მიხედვით განათლების სამინისტროში 2026 წელს
by ARIS.GE-განათლება