ალტე უნივერსიტეტსა და ბუქარესტის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა
ალტე უნივერსიტეტში სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის საერთაშორისო შესაძლებლობები კვლავ ფართოვდება .
უნივერსიტეტის მიერ 23 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ამჯერად ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ალტე უნივერსიტეტსა და ბუქარესტის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტს შორის გაფორმდა.
თანამშრომლობა მოიცავს შემდეგ ძირითად მიმართულებებს:
- ერთობლივი კვლევისა და განვითარების (R&D) პროექტების განხორციელებას
- აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების გაცვლასა და გამოცდილების გაზიარებას
- საერთაშორისო შეხვედრების, სიმპოზიუმებისა და კონფერენციების ორგანიზებას
- სასწავლო მასალებითა და სამეცნიერო პუბლიკაციებით საერთო სარგებლობას
“ეს ურთიერთთანამშრომლობა ჩვენი სტუდენტებისა და პერსონალისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, მიიღონ საერთაშორისო ცოდნა და გაიზიარონ საერთაშორისო აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოების გამოცდილება”.
-
ალტე უნივერსიტეტის კამპუსსა და საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში აბიტურიენტებისთვის სასწავლო ტური ჩატარდა
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტმა მასწავლებლებისთვის არაფორმალური განათლების იდეების კონკურსი გამოაცხადა
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტი WSU ასოცირებულ პროფესორს, დიპრა ჯას უმასპინძლებს
by ალტე უნივერსიტეტი