GE

ალტე უნივერსიტეტსა და ლიეტუვას ბიზნეს კოლეჯს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ალტე უნივერსიტეტსა და ლიეტუვას ბიზნეს კოლეჯს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

უნვერსიტეტის მიერ 5 ოქტომბერს გამოქვეყნეული ინფორმაციით, პარტნიორობა მიზნად ისახავს ინსტიტუციების ერთმანეთთან დაახლოებას და გაძლიერებულ თანამშრომლობას სწავლებისა და კვლევების სფეროში.

თანამშრომლობის ფარგლებში: სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება გაცვლითი პროგრამების დახმარებით; ინსტიტუციები ერთობლივად შეიმუშავებენ ისეთ აკადემიურ პროექტებსა და ინიციატივებს, რომლებიც გაამდიდრებს საგანმანათლებლო პროცესებს; ჩაერთვებიან ერთმანეთის მიერ ინიცირებულ სამეცნიერო და კულტურულ ღონისძიებებში, ცოდნისა და ინოვაციური იდეების აქტიური გაცვლის ხელშეწყობისათვის.

“თანამშრომლობის განმავლობაში გაზიარდება სასწავლო მასალები, პუბლიკაციები და ინოვაციური პრაქტიკა, საგანმანათლებლო შეთავაზებების გასაუმჯობესებლად. აღნიშნული პარტნიორობა ხელს უწყობს გაღრმავებულ თანამშრომლობას და ახალი, საინტერესო შესაძლებლობების შექმნას ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისთვის”, – აღნიშნავენ უნივერსიტეტში.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური