„ალტე უნივერსიტეტში“, გლობალური ფულის კვირეულის ფარგლებში, საჯარო პანელი გაიმართა
საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა „ფინედუს“ და საქართველოს საბანკო ასოციაციის თანაორგანიზებით „ალტე უნივერსიტეტში“ გლობალური ფულის კვირეულის ფარგლებში, საჯარო პანელი გაიმართა.
თემა: დაიცავი შენი ფული, დაიცავი შენი მომავალი.
პანელის მოდერატორები: Business Insider Georgia-ს დამფუძნებელი და ალტე უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანი – გიორგი აბაშიშვილი; საბანკო ასოციაციის წარმომადგენელი – ინგა ქარჩავა.
ფულის გლობალური კვირეული ცნობიერების ასამაღლებელი საერთაშორისო ღონისძიებაა და მსოფლიოს 170-ზე მეტ ქვეყანაში 2012 წლიდან აღინიშნება. კამპანიის სლოგანია „ისწავლე. დაზოგე. გამოიმუშავე” და მიზნად ისახავს ბავშვებსა და ახალგაზრდებში მნიშვნელოვანი ფინანსური, ეკონომიკური და სამეწარმეო საკითხების შესახებ ცნობადობის გაზრდას.
- სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები ალტე უნივერსიტეტში პირველადი გადაუდებელი დახმარების კურსს გაივლიან – რეგისტრაცია by ალტე უნივერსიტეტი
- ალტე უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობა დაიწყო – პროგრამები, ადგილები და ფასები by ალტე უნივერსიტეტი
- ალტე უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლასა და საბერძნეთის ALBA Business School-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა by ალტე უნივერსიტეტი