GE

ამ მასწავლებლებს გამოცდისთვის გადახდილი თანხის დაბრუნების უფლება მიენიჭათ – მინისტრის ბრძანება

„საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაში ცვლილება განხორციელდა.

კერძოდ, როგორც განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვარის ხელმოწერილ ბრძანებაშია ნათქვამი, „საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესს“ დაემატა ახალი მუხლი 2023 წელს ორგანიზებული საგნის გამოცდის თავისებურებების შესახებ.

„2023 წლის საგნის გამოცდაზე რეგისტრირებულ იმ პირებს, რომელთაც „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ 26-ე მუხლით გათვალისწინებული წესით მიენიჭათ ან 2022-2023 სასწავლო წლის ბოლომდე მიენიჭებათ „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით“ გათვალისწინებული მასწავლებლის ერთ-ერთი სტატუსი, უფლება აქვთ უარი განაცხადონ ტესტირებაში მონაწილეობაზე და დაიბრუნონ ტესტირებაში მონაწილეობის საფასური, ცენტრის დირექტორის მიერ დადგენილ ვადებში”, – ვკითხულობთ გიორგი ამილახვარის ბრძანებაში.

რომელი პედაგოგები მოიაზრებიან მინისტრის ახალ ბრძანებაში: “მუხლი 26. განსაკუთრებულ შემთხვევაში მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მინიჭების წესისა და პირობების განსაზღვრა. განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილებისა და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილი მასწავლებლისათვის/სპეციალური მასწავლებლისთვის ან/და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე მასწავლებლისთვის/სპეციალური მასწავლებლისთვის სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსის მინიჭების წესი და პირობები მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით“.

როგორც 8 მაისს გამოქვეყნებულ ბრძანებაშია განმარტებული, ინფორმაცია პირისათვის მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ 26-ე მუხლით გათვალისწინებული წესით მასწავლებლის სტატუსის მინიჭების თაობაზე უნდა გადამოწმდეს სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში.

ასევე იხილეთ:

„დისკუსია იმაზე უნდა იყოს, რომ სისტემა არადემოკრატიულია, ანუ მასწავლებლებს ატყუებენ!“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური