GE

„არაა სასურველი აბიტურიენტებს გამოცდაზე მივუტანოთ მაგალითები, რომლებზეც მეცნიერებიც კი კამათობენ“

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა ერთ-ერთ დავალებად ტექსტის გრამატიკულად გასწორებას მოიაზრებს. აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებზე ყოველწლიურად უწვთ სხვადასხვა თემატიკაზე შედგენილი რამდენიმეაბზაციანი ტექსტის გამართვა ისე, რომ მისი შინაარსი არ შეიცვალოს. ამ დავალებაში შეტანილი შეცდომები ზოგჯერ სადავოც ხდება.

EDU.ARIS.GE-მ გადაწყვიტა 2017 წლის ტესტებში წარმოდგენილი თითოეული ეს  დავალება კვალიფიციურ სპეციალისტებს გაასწორებინოს, რათა აბიტურიენტებს საშუალება ჰქონდეთ ნახონ, თუ როგორი უნდა იყოს ის.

ამჯერად წარმოგიდგენთ მესამე ვარიანტში მოყვანილ ტექსტს სინას მთაზე მოღვაწე ქართველი მწიგნობრების შესახებ, რომლის რედაქტირებაც ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, ენათმეცნიერ ლევან ღვინჯილიას ვთხოვეთ. ამ დროისათვის იგი ამ მიმართულებით აღარ საქმიანობს, თუმცა მისი კვალიფიკაცია ყველასთვის ცნობილია.

გასასწორებელი ტექსტი

ძველი ქართული მწიგნობრობის უმნიშვნელოვანესი კერა არსებობდა სინაზე, რომელიც არაბეთის ნახევარკუნძულზე მდებარეობს. გადმოცემის თანახმათ III საუკუნის 50-ან წლებში დიოკლიტიანეს მიერ დევნილმა ქრისტიანებმა სინას შეაფარეს თავი. ამ პერიოდიდან დაიწყო აქ სხვადასხვა ეროვნებების ქრისტიანთა მოღვაწეობა. ზოგიერთი ცნობის მიხედვით, ქართველთა ყოფნა აქ ჯერ კიდევ VI საუკუნეშია სავარაუდებელი მაგრამ მათი მოღვაწეობა განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა IX_XI საუკუნეებში, როდესაც არაბობით შეწუხებულმა ქართველებმა პალესტინის მონასტრებისაგან სინას მიაშურეს. სწორედ ამ დროს დაარსდა ქართველთა ძლიერი სათვისტომო.

ქართველებმა შეჰქმნეს მდიდარი წიგნსაცავი რომელმაც სასულიერო მწერლობის არაერთი ძეგლი შემოგვინახა. მწიგნობართა ბევრნაირ ლიტერატურულ ინტერესებზე მეტყველებს აქ დაცული ორიგინალური და თარგმნილი თხზულებები. სინაზე აღმოჩენილ ქართულ ხელნაწერთა კოლექციაში დაცულია როგორც სინაზე შექმნილი ისე პალესტინის ქართული სავანეებიდან შესული წიგნები. სხვადასხვა დროს აქ მოღვაწე მთარგმნელებმა, მწიგნობარ-კალიგრაფებმა წიგნთა შემკაზმავ- შემმოსველებმა თავიანთი ღვაწლი შეიტანეს ქრისტიანული კულტურის განვითარებაში. ქართული ხელნაწერები შეიცავს უნიკალურ მასალას, რომელიც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქართული არამედ მთლიანად აღმოსავლეთის ქრისტიანული კულტურის შესასწავლად.

მემატიანეთა ცნობით, სინაზე მოღვაწე ქართველ ბერებს საუკუნეების განმავლობაში მატერიალურად მეფე-დიდებულები და სასულიერო მოღვაწეები ეხმარებოდენ. XV საუკუნიდან ეკონომიკურად დაუძლურებულ სამშობლოდან შემოწირულებამ იკლო რისთვისაც ქართველთა მრავალ საუკუნოვანმა კოლონიამ არსებობა შეწყვიტა.

ლევან ღვინჯილიას მიერ გასწორებული ტექსტი

ძველი ქართული მწიგნობრობის უმნიშვნელოვანესი კერა არსებობდა სინაზე, რომელიც არაბეთის ნახევარკუნძულზე მდებარეობს. გადმოცემის თანახმად, III საუკუნის 50ან წლებში დიოკლიტიანეს მიერ დევნილმა ქრისტიანებმა სინას შეაფარეს თავი. ამ პერიოდიდან დაიწყო აქ სხვადასხვა ეროვნების ქრისტიანთა მოღვაწეობა. ზოგიერთი ცნობის მიხედვით, ქართველთა ყოფნა აქ ჯერ კიდევ VI საუკუნეშია სავარაუდებელი, მაგრამ მათი მოღვაწეობა განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა IXXI საუკუნეებში, როდესაც არაბობით შეწუხებულმა ქართველებმა პალესტინის მონასტრებდან სინას მიაშურეს. სწორედ ამ დროს დაარსდა ქართველთა ძლიერი სათვისტომო.

ქართველებმა შექმნეს მდიდარი წიგნსაცავი, რომელმაც სასულიერო მწერლობის არაერთი ძეგლი შემოგვინახა. მწიგნობართა ბევრნაირ ლიტერატურულ ინტერესზე მეტყველეენ აქ დაცული ორიგინალური და თარგმნილი თხზულებები. სინაზე აღმოჩენილ ქართულ ხელნაწერთა კოლექციაში დაცულია როგორც სინაზე შექმნილი, ისე პალესტინის ქართული სავანეებიდან შესული წიგნები. სხვადასხვა დროს აქ მოღვაწე მთარგმნელებმა, მწიგნობარ-კალიგრაფებმა, წიგნთა შემკაზმავ- შემმოსველებმა თავიანთი წვლილი შეიტანეს ქრისტიანული კულტურის განვითარებაში. ქართული ხელნაწერები შეიცავს უნიკალურ მასალას, რომელიც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქართული, არამედ მთლიანად აღმოსავლეთის ქრისტიანული კულტურის შესასწავლად.

მემატიანეთა ცნობით, სინაზე მოღვაწე ქართველ ბერებს საუკუნეების განმავლობაში მატერიალურად მეფე-დიდებულები და სასულიერო მოღვაწეები ეხმარებოდენ. XV საუკუნიდან ეკონომიკურად დაუძლურებულ სამშობლოდან შემოწირულობამ იკლო, რის გამოც ქართველთა მრავალსაუკუნოვანმა კოლონიამ არსებობა შეწყვიტა.

ლევან ღვინჯილიას აღნიშნული ტექსტის ზოგადი სირთულის შეფასებაც ვთხოვეთ. მისი აზრით, იგი საშუალო სირთულისაა და სკოლადამთავრებულმა ახალგაზრდებმა, წესით, თავი უნდა გაართვან.

„თუმცა შეიძლება ბავშვებმა ყურადღება არ მიაქციონ  „თავიანთი ღვაწლი შეიტანეს“ რომ წერია. რომ ღვაწლი სხვაა და წვლილი სხვა. ბავშვმა შეიძლება ეს არ იცოდეს. იმასაც ხომ გააჩნია როგორი მასწავლებელი ჰყავს.

„რაც შეეხება სადავო საკითხებს,  მათ გადასაწყვეტად ორთოგრაფიული ლექსიკონი არსებობს. ზოგადად, რა თქმა უნდა, არაა სასურველი ბავშვებს გამოცდაზე მივუტანოთ მაგალითები, რომლებზეც მეცნიერებიც კი კამათობენ“, – განგვიცხადა ღვინჯილიამ.

EDU.ARIS.GE-სხვა ვარიანტის ტექსტებსაც შემოგთავაზებთ.

„რას ემსახურება ასეთი უზუსტობები?“ – ფილოლოგები ქართულის გამოცდის ტესტებს აკრიტიკებენ

მოამზადა თაკო მათეშვილმა

თაკო არის© მათეშვილი Aris.ge-განათლების ჟურნალისტი