GE

„არამხოლოდ განათლება!“ – EDU.ARIS.GE-ს ახალი სივრცე განათლების თემებით დაინტერესებული საზოგადოებისთვის უკვე ხელმისაწვდომია

განათლება რომ ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტია ამ სიტყვებს საზოგადოება 2018 წლის ბოლოდან მოყოლებული 2019 წლის დადგომის შემდეგ თითქმის ყოველდღიურად ისმენს. მთავრობა, პოლიტიკოსები, მედია და საზოგადოების ყველა სფეროს წარმომადგენელი ამაზე საუბრობს, დაობს და ელის. რას უნდა ველოდეთ ჯერ ბუნდოვანია, უქმდება ლამის ყველაფერი ძველი განათლების ყველა საფეხურზე, ახლის შექმნას კი სამომავლოდ გვპირდებიან.

სწორედ ამ სიახლეების გათვალისწინებით და იმ მოტივით, რომ განათლებაზე კამათი, საუბრები, მსჯელობა, თუ ხედვები საზოგადოების მხოლოდ კონკრეტული პროფესიული წრეების წარმომადგენელთა თვალსაზრისებით არ წარიმართოს და ამ თემებზე დისკუსიაში სხვა სფეროს, საქმიანობისა თუ ასაკის წარმომადგენლებიც ჩაერთონ, როგორც დაგპირდით, საქართველოში ყველაზე მსხვილმა საგანმანათლებლო პორტალმა EDU.ARIS.GE-მ ახალი სივრცე შექმნა, სახელწოდებით – „არამხოლოდ განათლება“. ჩვენი საიტის ეს განყოფილება საკუთარ თავში გააერთიანებს ისეთ თემებსა, თუ პოზიციებს, რაც აქამდე ჩვენი ინტერესის სფეროს არ განეკუთვნებოდა. ახალი მიმართულების ფარგლებში, ჩვენ საუბარს ისეთ თემებზეც შევძლებთ, რაც უშუალოდ განათლებასთან კავშირში არ არის და, მიუხედავად იმისა, რომ ეს განათლების სამინისტროს უწყებებსა და განათლების სფეროში მოღვაწე ადამიანებს ეხება, „EDU.ARIS.GE– განათლების“ ფარგლებში მის გაშუქებაზე თავს ვიკავებდით.

მაგალითად: დაიწერება და უფრო კონკრეტულად გაშუქდება განათლების უწყებებისა და მათი მესვეურების შემოსავლები და ხარჯები; გაშუქდება განათლების სისტემაში არსებული შესაძლო კორუფციის, ლობირების, ნეპოტიზმისა თუ კრიმინალური შემთხვევების ფაქტები; არასამთავრობო სექტორის მიერ ჩატარებული საინტერესო კვლევები; აქ თანაბრად მოიყრის თავს პოლიტიკური უმცირესობისა და უმრავლესობის წარმომადგენელთა შეფასებები, შენიშვნები, კრიტიკა და პოზიცია განათლების თემატიკაზე და ამ სფეროში მოღვაწე პერსონებზე.

ჩვენ ისევ მზად ვართ უწყვეტი უკუკავშირისთვის მკითხველთან.

მოგვწერეთ ფეისბუქ გვერდზე: https://www.facebook.com/edu.aris.ge/

საიტზე: https://edu.aris.ge/feedback

რუბრიკაში „თავისუფალი ტრიბუნა“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური