GE

„არანაირი კორონავირუსი ბავშვს ისეთ ზიანს არ მიაყენებს, როგორც ონლაინ თამაშები“

პედიატრი თემურ მიქელაძე აცხადებს, რომ თინეიჯერული ასაკის ბავშვებისთვის განსაკუთრებით დამაზიანებელია სხვადასხვა ონლაინ თამაშები, სადაც მოზარდებს ისეთი ქმედებების გამეორებას ურჩევენ, რაც მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. პედიატრის თქმით, ეს საფრთხე კორონავირუსზე უფრო საშიშია.

„ნებისმიერი გამაღიზიანებელი, თამაში იქნება ეს, თუ სხვა ელექტრონულ მოწყობილობასთან დაკავშირებული საფრთხე, არის დამაზიანებელი, განსაკუთრებით თინეიჯერული ასაკის ბავშვებისთვის. იმისთვის, რომ ეს პრობლემა თავიდან იქნას აცილებული, მთავარი არის მშობლების ჩართულობა. არანაირი დაავადება, მათ შორის არანაირი კრონავირუსი, არანაირი სხვა ვირუსული თუ ბაქტერიული ინფექციები,სხვადასხვა ნოზოლოგიები, ბავშვს ისეთ ზიანს არ მიაყენებს, როგორც ეს თამაშები. მე ყოველთვის ვთვლი, რომ ყველაზე კარგი ფსიქოლოგი ბავშვისთვის არის დედა და მამა. თუ ისინი იქნებიან ჩართულები და ჩვენ ამ გარკვეულ ასაკობრივ ჯგუფში არ მოვდუნდებით, ჩვენ შეიძლება ჩვენი ბავშვები გადავარჩინოთ, ამ სავალალო შედეგებისგან და ამ აგრესიული თამაშებისგან, რომლებსაც ზოგ შემთხვევაში ფატალურ შედეგებამდეც კი მივყავართ. თუ ასეთი საფრთხეა, მაშინ სპეციალურმა სამსახურებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, რომ საერთოდ აკრძალონ ტიკ-ტოკი და მსგავსი თამაშების გამავრცელებელი ქსელები ქვეყნის ტერიტორიაზე, რამდენიმე ქვეყანაში, მე როგორ ვიცი, აიკრძალა კიდეც“, – აცხადებს პედიატრი.

„არ შეიძლება მე-5 და მე-6 კლასელი ბავშვი ბევრ წრესა და მასწავლებელთან დადიოდეს“ – პედიატრი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური